დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1423 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024151 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1423
2017 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკთან“ (ს/კ: 204920309) 2016 წლის 16 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №50 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეძენის ვადა გაგრძელდეს 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო – ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოწონებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო – ჩარჩოდოკუმენტითა და განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების ვადა ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ არეალში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ 2017 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვრება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო სხვა ნაკვეთების მიმართ – 2017 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვრება 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები