დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ცარო ჯარიაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1451 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024192 |
საქართველოსმთავრობის
განკარგულება №1451
2017 წლის12 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ცარო ჯარიაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზების შესახებ
1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ. თავდადებულის ქუჩა №35-ში მდებარე 213.47 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.22.32.014.01.500) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად–1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირცარო ჯარიაშვილს (პ/ნ: 61002003750).
2.ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ბ) ფიზიკური პირების: ცარო ჯარიაშვილისა (პ/ნ: 61002003750)და ელგუჯა მოწყობილის (პ/ნ: 61001005219) მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის (მათ შორის, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილის) ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
3.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები