დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024149 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1448
2017 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას (SOCAR) შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ მემორანდუმსა და „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების №10 კომპლექსური შეთანხმების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროექტი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია (გარდა განკარგულების პროექტისა) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები