დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016813 |
|
„სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 100110000.22.038.016310) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 - მე-7 პუნქტები:
„5. სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტის მოთავსების შემდეგ, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველო ვალდებულია, პაციენტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მოიპოვოს იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი), ვისაც უნდა ეცნობოს პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის თაობაზე. ინფორმაცია, პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, საკონტაქტო პირს ეცნობება პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს შტაბის (განყოფილება) მიერ. 6. თუ პაციენტს პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტის ახლო ნათესავს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას მიეწოდება პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის ან მისი არყოფნის შემთხვევაში – ექიმის მიერ. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინება პაციენტის ახლო ნათესავს უნდა მიეწოდოს დაუყოვნებლივ სატელეფონო კავშირის მეშვეობით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში წერილობითი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დაუყოვნებლივ ან პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში მოთავსებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. სატელეფონო კავშირით შეტყობინების გადაცემის შემდეგ უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს შესაბამის ოქმს, რომელშიც აღინიშნება გადაცემული ინფორმაციის დრო, შინაარსი და ინფორმაციის მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 24 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები