„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“
დოკუმენტის ნომერი 1040
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 10/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016479
1040
30/12/2016
ვებგვერდი, 25/07/2017
480610000.03.030.016479
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“
(საოპერაციო ნომერი 48365)

სასესხო შეთანხმება

(სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)

საქართველოსა

და

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის

 

თარიღი 30 დეკემბერი, 2016

სარჩევი

მუხლი I − სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები ................................... ............4

ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების ასახვა ……………………………. .......4

ნაწილი 1.02. განმარტებები........................................................................................... ....................11

ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია................................................................................................. ..........13

მუხლი II − სესხის ძირითადი პირობები................................................................................... .....13

ნაწილი 2.01. რაოდენობა და ვალუტა......................................................................................... ....13

ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები.......................................................................... ..13

ნაწილი 2.03. ჩამორიცხვები.......................................................................................... .......... ...... .....14

მუხლი III − პროექტის განხორციელება.................................................................................... .......15

ნაწილი 3.01. სხვა მტკიცებითი პროექტის შეთანხმებები.................................................. .... ........15

ნაწილი 3.02. პროექტის განმახორციელებელი ერთეული.................................................... .........15

ნაწილი 3.03. გამოსყიდვა............................................................................................. ................. ........15

ნაწილი 3.04. გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების შესრულება............ .........16

ნაწილი 3.05. ანგარიშების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები.................................... ... ...........17

მუხლი IV − ფინანსური შეთანხმებები................................................................................. ..... ........20

ნაწილი 4.01. ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები......................................................... ....... .......20

მუხლი V – შეჩერება; აქსელერაცია; გაუქმება; …………………………………………….. ……..20

ნაწილი 5.01. შეჩერება ............................................................................................................. ....... .......20

მუხლი VI − ეფექტურობა  .................................................................................................. .............. ....21

ნაწილი 6.01. ეფექტურობის წინასწარი პირობები ....................................................................... ....21

ნაწილი 6.02. მე-2 ტრანშის ჩამორიცხვის წინასწარი პირობები................................................. .....21

ნაწილი 6.03. იურიდიული დასკვნა........................................................................................... .... ......21

ნაწილი 6.04. შეწყვეტა ძალაში შესვლის წარუმატებლობისთვის........................................... ........21

მუხლი VII − სხვადასხვა................................................................................................................... ....21

ნაწილი 7.01. შეტყობინებები.......................................................................................................... .....21

განრიგი 1 − პროექტის აღწერა

განრიგი 2 – კატეგორიები და ჩამორიცხვები

განრიგი 3 – გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმა

 

სასესხო შეთანხმება

 

2016 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული შეთანხმება საქართველოს („მსესხებელი”) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს  („ბანკი” ან „EBRD”) შორის

პრეამბულა

ვინაიდან ბანკი დაფუძნდა საიმისოდ, რომ უზრუნველყოს კონკრეტული პროექტების დაფინანსება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ღია ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკებისკენ გადასვლის დაჩქარება და კერძო და სამეწარმეო ინიციატივების ხელშეწყობა მრავალ პარტიული დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გამოყენებით;

ვინაიდან მსესხებელი გეგმავს განახორციელოს განრიგ 1-ში აღწერილი პროექტი, რომელიც შეიქმნა, რათა დაეხმაროს მსესხებელს ხიდის იმ ნაწილის მშენებლობასა და დაკავშირებულ ხარჯებთან მიმართებაში, რომელიც მდებარეობს მსესხებლის ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ სადახლო-ბაგრატაშენის საბაჟო გამშვებ პუნქტთან;

ვინაიდან მსესხებელმა ითხოვა ბანკისგან დახმარება პროექტის ნაწილის დასაფინანსებლად;

ვინაიდან პროექტი განხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში მოხსენებული როგორც „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ან სხვა სამართლებრივი მემკვიდრის მიერ.

ვინაიდან ბანკი დათანხმდა გაეცა სესხი სომხეთის რესპუბლიკისთვის ხიდის იმ ნაწილის დასაფინანსებლად, რომელიც მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და 2012 წლის 23 ნოემბერს მოაწერა ხელი სასესხო შეთანხმებას სომხეთის რესპუბლიკასთან;

ვინაიდან საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საბაჟო გამშვებ პუნქტთან საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას („მთავრობათაშორისი შეთანხმება“) ხელი მოეწერა 2014 წლის 24 დეკემბერს;

ვინაიდან ბანკი თანახმაა, მათ შორის ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასცეს სესხი მსესხებელზე 6,000,000 ევრომდე მოცულობით წინამდებარე შეთანხმების ვადებისა და პირობების გათვალისწინებით.

ამიტომ მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი I სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები

ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების ასახვა

2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ბანკის სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დებულება ასახულია და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალით, თითქოს ისინი სრულად იყო მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში და ექვემდებარება შემდეგ ცვლილებებს (ამგვარად შეცვლილ ასეთ დებულებებს შემდეგში ეწოდებათ „სტანდარტული ვადები და პირობები”):

(a) „ხელმისაწვდომი თანხის“ განმარტება სტანდარტული ვადებისა და პირობების 2.02 ნაწილში წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„ხელმისაწვდომი თანხა“ ნიშნავს სესხის მეტად ტრანშ 1 და/ან ტრანშ 2, როგორც შემთხვევა მოითხოვს, რომელიც დროდადრო არ იქნება გაუქმებული ან ჩამორიცხული ან არ დაექვემდებარება პირობითი ან უპირობო ანაზღაურებას”.

(b) „ძალაში შესვლის თარიღის“ განმარტება სტანდარტული ვადებისა და პირობების 2.02 ნაწილში წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„ძალაში შესვლის თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როცა სასესხო შეთანხმება შევა ძალაში და ტრანში 1 იქნება ხელმისაწვდომი ჩამოსარიცხად ნაწილი 9.01-ის შესაბამისად.”

(c) „ევროს“, „EUR“ ან „€“ განმარტება სტანდარტული ვადებისა და პირობების 2.02 ნაწილში წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„ევრო“, “EUR” ან „€“ ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონიერ ფულად ერთეულს, რომელიც ერთიან საგადამხდელო საშუალებად იქნა მიღებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მის ეკონომიკურ და მონეტარულ კავშირში“.

(d) „იძულებითი პრაქტიკის“, „შეთქმულების პრაქტიკის“, „კორუფციული პრაქტიკის“ და „თაღლითური პრაქტიკის“ განმარტება სტანდარტული ვადებისა და პირობების 2.02 ნაწილში წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის უნდა წაიშალოს სრულად.

(e) „ბოლო ხელმისაწვდომი თარიღის“ განმარტება სტანდარტული ვადებისა და პირობების 2.02 ნაწილში წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„ბოლო ხელმისაწვდომი თარიღი“ ნიშნავს შესაბამისად ბოლო ხელმისაწვდომ თარიღს ტრანში 1-სთვის და ბოლო ხელმისაწვდომ თარიღს ტრანში 2-სთვის, როგორც თითოეული ასეთი თარიღი გაწერილია სასესხო შეთანხმებაში“.

(f) „აკრძალული პრაქტიკის“ განმარტება სტანდარტული ვადებისა და პირობების 2.02 ნაწილში წინამდებარე შეთანხმების უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„აკრძალული პრაქტიკა“ ნიშნავს იძულებით პრაქტიკას, შეთქმულების პრაქტიკას, კორუფციულ პრაქტიკას, თაღლითურ პრაქტიკას, ბანკის რესურსების არასწორ გამოყენებას, დამაბრკოლებელ პრაქტიკას ან ქურდობას, როგორც თითოეული ეს პირობა განსაზღვრულია 2015 წლის 5 ნოემბრით დათარიღებულ ბანკის იძულებით პოლიტიკასა და პროცედურებში და როგორც შემდგომ ინტერპრეტირებულია 2016 წლის თებერვლით დათარიღებულ ბანკის ოპერაციებისთვის აკრძალული პრაქტიკის სახელმძღვანელოში.“

(g) „მითითების გვერდის“ განმარტება სტანდარტული ვადებისა და პირობების 2.02 ნაწილში წინამდებარე შეთანხმების უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„მითითების გვერდი“ ნიშნავს (i) აშშ დოლარსა ან ბრიტანულ გირვანქაში დენომინირებული სესხებისათვის: სესხის ვალუტაში ლონდონის ბანკთაშორის ბირჟაზე წამყვანი ბანკების მიერ დეპოზიტებზე დაფიქსირებულ განაკვეთს, რომელიც Thomson Reuter Service-ს ვებ-გვერდზე ფიქსირდება LIBOR01-ის და LIBOR02-ის სახელწოდების გვერდად (ან ნებისმიერ ისეთ გვერდად, რომელიც Thomson Reuter Service-ის ვებ-გვერდზე ჩაანაცვლებს LIBOR01-ის და LIBOR02-ის სახელწოდების გვერდს, ლონდონის ბანკთაშორის ბირჟაზე სესხის ვალუტაში სადეპოზიტო განაკვეთების დადგენის მიზნით); (ii) ევროში დენომინირებული სესხებისათვის: ევროზონის ბანკთაშორის ბირჟაზე დეპოზიტებზე დაფიქსირებულ განაკვეთს, რომელიც Thomson Reuter Service-ის ვებ-გვერდზე ფიქსირდება EURIBOR01-ის სახელწოდების გვერდად (ან ნებისმიერ ისეთ გვერდად, რომელიც Thomson Reuter Service-ის ვებ-გვერდზე ჩაანაცვლებს EURIBOR01-ის სახელწოდების გვერდს ევროზონის ბანკთაშორის ბირჟაზე სესხის ვალუტაში სადეპოზიტო განაკვეთების დადგენის მიზნით).

(h) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განსაზღვრული „საორიენტაციო დღე“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„საორიენტაციო დღე“ გულისხმობს ნებისმიერ ისეთ თარიღს, როდესაც სრული, ევროპული, ავტომატიზირებული, რეალურ დროში მოქმედი ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების სისტემა ღიაა ევროში ანგარიშსწორებისთვის“.

(i) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.01(a) ნაწილი (ჩამორიცხვები), წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„(a) ბოლო ხელმისაწვდომი თარიღი

(1) ტრანში 1-სთვის მსესხებლის უფლება განახორციელოს ჩამორიცხვა ხელმისაწვდომი თანხიდან ძალაში შევა ძალაში შესვლის თარიღში და შეწყდება ტრანში 1-ის ბოლო ხელმისაწვდომ თარიღში; და

(2) ტრანში 2-სთვის მსესხებლის უფლება განახორციელოს ჩამორიცხვა ხელმისაწვდომი თანხიდან ძალაში შევა ძალაში შესვლის თარიღში და შეწყდება ტრანში 2-ის ბოლო ხელმისაწვდომ თარიღში;

ან ისეთ ბოლო თარიღში, რომელსაც ბანკი დაადგენს მსესხებლის წერილობითი თხოვნის შესაბამისად (რომელი თხოვნაც ხელმოწერილ უნდა იქნეს გარანტორის მიერ, საგარანტიო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში). ბანკი დაუყოვნებლივ აცნობებს მსესხებელს ასეთი გვიანი თარიღის შესახებ.“

(j) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.01(b) ნაწილი (ჩამორიცხვები), წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

(b) ჩამორიცხვის აპლიკაციები

(i) ჩამორიცხვისთვის ჩამორიცხვის აპლიკაცია წარდგენილ უნდა იქნეს ბანკისთვის მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ან იმ პირის მიერ, რომელსაც დანიშნავს მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი. თითოეული ჩამორიცხვის აპლიკაცია უნდა იყოს ბანკის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს მიხედვით და მასში აღწერილი ფორმის შესაბამისად და მიწოდებულ უნდა იყოს ბანკისთვის ჩამორიცხვის თარიღამდე არაუგვიანეს თხუთმეტი (15) სამუშაო დღისა. თითოეული ჩამორიცხვის აპლიკაცია უნდა იყოს ბანკისთვის მისაღები ფორმით, უნდა აღნიშნავდეს სესხის შესაბამის ტრანშს (ტრანში 1 ან ტრანში 2), რომლიდანაც მოთხოვნილია ჩამორიცხვა და თან უნდა ახლდეს ისეთი დოკუმენტები და სხვა შეტყობინება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მსესხებელი უფლებამოსილია ჩამოსარიცხ თანხასთან მიმართებაში და, რომ აღნიშნული ჩამოსარიცხი თანხა გამოყენებული იქნება მხოლოდ სასესხო შეთანხმების მიზნებისთვის.

(ii) გარდა ბოლო ჩამორიცხვისა ან, თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ჩამორიცხვა მოხდება არანაკლებ მინიმალური ჩამორიცხვის თანხის ოდენობით.”

(k) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.04(a) ნაწილი (საპროცენტო განაკვეთი), წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაირად:

„(a), თუ სესხი გაიცემა ცვლადი საპროცენტო განაკვეთით, მაშინ ქვემოთ 3.04(a) ნაწილის მიზნებისთვის შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იქნება:

(i) თითოეული ჩამორიცხვის პირველი საპროცენტო პერიოდისთვის, შემოთავაზებული წლიური განაკვეთი სესხის ვალუტაში დეპოზიტებისთვის, რაც ჩანს მითითების გვერდზე 11:00 საათისთვის, საჭიროების შესაბამისად, ლონდონის დროით (აშშ დოლარისთვის ან ფუნტი სტერლინგისთვის), ან ბრიუსელის დროით (ევროსთვის), პროცენტის განსაზღვრის შესაბამის თარიღში იმ პერიოდისთვის, რაც თანაბარია აღნიშნული საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობის (ან, თუ ასეთი კურსი არ ჩანს მითითების გვერდზე აღნიშნული საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობისთვის, მაგრამ განაკვეთები (“მითითების განაკვეთები”) გამოჩნდება მითითების გვერდზე ორივე პერიოდისთვის, რომელიც უფრო მოკლეა ან, რომელიც უფრო გრძელია, ვიდრე აღნიშნული საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობა, საბაზრო პროცენტის შესაბამისი განაკვეთი იქნება განაკვეთი (დამრგვალებული მეტობისკენ, საჭიროების შემთხვევაში ოთხი ათწილადის სისტემით), რაც იქნება შესაბამისი ასეთი საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობის თანაბარი, როგორც ეს განსაზღვრულია სწორხაზოვანი ინტერპოლაციის მითითებით მითითების განაკვეთზე, რაც ჩანს მითითების გვერდზე პერიოდისთვის, რომელიც უფრო მოკლეა ვიდრე ასეთი საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობა და მითითების განაკვეთი, რაც ჩანს მითითების გვერდზე პერიოდისთვის, რომელიც უფრო გრძელია ასეთი საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობაზე); და

(ii) თითოეული შესაბამისი საპროცენტო პერიოდისთვის, სესხის ვალუტაში დეპოზიტებისთვის შემოთავაზებული წლიური განაკვეთი, რაც ჩანს მითითების გვერდზე 11:00 საათისთვის, საჭიროების შესაბამისად, ლონდონის დროით (აშშ დოლარისთვის ან ფუნტი სტერლინგისთვის), ან ბრიუსელის დროით (ევროსთვის), პროცენტის განსაზღვრის შესაბამის თარიღში იმ პერიოდისთვის, რაც თანაბარია აღნიშნული საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობის (ან, თუ ორი პერიოდი არის თანაბრად ახლოს ასეთი საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობასთან, აღნიშნული ორი შესაბამისი კურსის საშუალო);

უზრუნველყოფილია, რომ:

(1) თუ, ნებისმიერი მიზეზით, ბაზრის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი ვერ იქნება განსაზღვრული მითითების გვერდზე აღნიშნულ დროში, ბაზრის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი იქნება განაკვეთი წლიური, რომელსაც ბანკი განსაზღვრავს არითმეტიკული გაგებით (დამრგვალებული მეტობისკენ, საჭიროების შემთხვევაში ოთხი ათწილადის სისტემით) შემოთავაზებული წლიური განაკვეთები სესხის ვალუტაში დეპოზიტებისთვის სესხის პორციის შესაბამის თანხაში ცვლადი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც დაგეგმილია იყოს აუთვისებელი შესაბამის საპროცენტო პერიოდში პერიოდისთვის, რაც თანაბარია ისეთი საპროცენტო პერიოდის, რომელიც დგინდება წამყვანი ბანკების, შესაბამისად ლონდონის ბანკთაშორის ბაზარზე (აშშ დოლარისთვის ან ფუნტი სტერლინგისთვის) ან ევროზონის ბანკთაშორის ბაზარზე (ევროსთვის) როგორც შეთავაზებულია ბანკისთვის ყველაზე მცირე ორი წამყვანი ბანკის მიერ, რომლებიც ახორციელებენ აქტივობებს შესაბამისად ლონდონის ბანკთაშორის ბაზარზე (აშშ დოლარისთვის ან ფუნტი სტერლინგისთვის) ან ევროზონის ბანკთაშორის ბაზარზე (ევროსთვის); და

(2), თუ 3.04(a) ნაწილის პირობების შესაბამისად, თუ შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იქნება ნულს ქვემოთ, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო იქნება ნული.“

(l) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.04 ნაწილი (საპროცენტო განაკვეთი), წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, უნდა შეიცვალოს და დაემატოს ახალი ნაწილი 3.04(e), რომელიც წაიკითხება შემდეგნაირად:

„(e), თუ სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.06 ნაწილში აღწერილი შემთხვევა მოხდა და გრძელდება, ბანკს შეუძლია მოსთხოვოს მსესხებელს გადაიხადოს პროცენტი სესხის ნაწილზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთს ექვემდებარება, არ იქნება ასეთი ფიქსირებული განაკვეთით, არამედ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთით.“

(m) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.05 ნაწილი (ვალდებულების გადასახადი და ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადი), წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, უნდა შეიცვალოს და წაიკითხოს შემდეგნაირად:

„(a) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ვალდებულების გადასახადი იმ პროცენტით, რაც განსაზღვრულია სასეხო შეთანხმებაში ხელმისაწვდომ თანხაზე დამატებული სესხის ნებისმიერი თანხა, რომელიც არის ანაზღაურების ვალდებულება და არ არის ჯერ ათვისებული, იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების გადასახადი, რაც გადასახდელია სესხის თანხაზე, რაც არის უპირობო ანაზღაურების ვალდებულება უნდა იყოს 0.5% წლიურად უფრო მეტი ვიდრე სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრული ვალდებულების გადასახდელის პროცენტი. ვალდებულების გადასახადი უნდა დაერიცხოს:

(1) პირველ ტრანშს, სასესხო შეთანხმების ხელმოწერიდან სამოცი (60) დღის ვადაში; და

(2) მეორე ტრანშს, მსესხებლისთვის ბანკის შეტყობინებიდან შვიდი (7) დღის ვადაში რამდენადაც ბანკმა უნდა დაადასტუროს, რომ პირობები, რაც განსაზღვრულია 6.02 პუნქტში შესრულდა და მეორე ტრანში ხელმისაწვდომია ასათვისებლად; და

(3) ვალდებულების გადასახადის შემთხვევაში სესხის თანხაზე, რაც არის უპირობო ანაზღაურების ვალდებულება, ამგვარი უპირობო ვალდებულების გამოცემის ვადაში;

იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების გადასახადი უნდა დაერიცხოს და გამოითვალოს იგივე პირობებით, როგორც პროცენტი 3.04 (b)(ii) ნაწილის ფარგლებში. ვალდებულების გადასახადი უნდა იქნეს გადახდილი თითოეული გადახდის თარიღის მიხედვით, რაც შეესაბამება პირველ და მეორე ტრანშს (მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პროცენტი არ შეიძლება იყოს გადასახდელი ამგვარი თარიღისთვის), რაც იწყება პირველ საპროცენტო გადახდის დღეს (i) რასაც მოჰყვება პირველი ტრანშის ეფექტურობის თარიღი; და (ii) მეორე ტრანშის შესაბამისად, რასაც მოჰყვება მსესხებლისთვის ბანკის შეტყობინების გაგზავნის თარიღი, სადაც ბანკმა უნდა დაადასტუროს, რომ 6.02 პუნქტში გაწერილი პირობები შესრულდა და მეორე ტრანში ხელმისაწვდომია ასათვისებლად.

(a) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადი, რაც ტოლია პირველი და მეორე ტრანშის ერთი პროცენტის (1%).

(b), თუ სხვაგვარად არაა წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებაში, ბანკმა მსესხებლის სახელით უნდა აიღოს თანხა ხელმისაწვდომი თანხიდან:

(i) ეფექტურობის დღეს ან პირველი ტრანშის ეფექტურობის თარიღიდან შვიდი (7) დღის შემდეგ; და

(ii) ან იმ დღეს, რომელიც დგება ბანკის მიერ მსესხებლისთვის გაკეთებული შეტყობინების თარიღის შვიდი (7) დღის შემდეგ, სადაც ბანკმა უნდა დაადასტუროს, რომ 6.02 პუნქტში გაწერილი პირობები შესრულდა და მეორე ტრანში ხელმისაწვდომია ასათვისებლად.

(iii) და თავად გადაიხადოს ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადის თანხა, რაც გადასახდელია 3.05 (b) ნაწილის შესაბამისად.

(c) იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ირჩევს სასესხო შეთანხმების ფარგლებში გადაიხადოს ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადი მისი საკუთარი რესუსრების, ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადი უნდა იყოს გადასახდელი (i) შვიდი (7) დღის განმავლობაში პირველი ტრანშის ეფექტურობის თარიღის შემდეგ; და (ii) ან იმ დღეს, რომელიც დგება ბანკის მიერ მსესხებლისთვის გაკეთებული შეტყობინების თარიღის შვიდი (7) დღის შემდეგ, სადაც ბანკმა უნდა დაადასტუროს, რომ 6.02 პუნქტში გაწერილი პირობები შესრულდა და მეორე ტრანში ხელმისაწვდომია ასათვისებლად.“

(n) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.07 (a) ნაწილი (წისწრებით გადახდა) აღნიშნული შეთანხმების მიზნებისთვის უნდა შეიცვალოს შემდეგნიერად:

„(a) მსესხებელმა შეიძლება ნებისმიერი პროცენტის გადახდის დღეს, წინსწრებით გადაიხადოს ჩამორიცხული ან არა წინსწრებით გადახდილი სესხის ძირითადი თანხის ნაწილი ან მთლიანი თანხა, ყველა დარიცხულ ან გადაუხდელ პროცენტებთან და ვალდებულებებთან ერთად, არანაკლებ ოცდაათი (30) სამუშაო დღის განმავლობაში, ბანკისთვის წერილობითი შეტყობინების გაკეთებამდე, რომელი შეტყობინებაც იქნება შეუცვლელი და მსესხებლისთვის იურიდიულად სავალდებულო და უნდა განსაზღვროს შესაბამისი ტრანში, რომლის შესაბამისადაც უნდა გაკეთდეს წინსწრებით გადახდა“.

(o) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.08 (b) (iii) ნაწილი (გაუქმება) აღნიშნული შეთანხმების მიზნებისთვის უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„(iii) გაუქმებული თანხა პროპორციულად უნდა დაემატოს შესაბამისი ტრანშის ძირითადი თანხის რამდენიმე ვადიანობის პერიოდს, რაც გაწერილია სასესხო შეთანხმების ამორტიზაციის განრიგში და დგება ამგვარი გაუქმების თარიღის შემდეგ.“

(p) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.09(a)(iii) ნაწილი (საპროცენტო განაკვეთი) აღნიშნული შეთანხმების მიზნებისთვის უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:

„(iii) საპროცენტო განაკვეთი ყოველწლიურად შემოთავაზებული ლონდონის ბანკთაშორის ბაზარზე (დოლარში ან ევროში) ან ევროზონის ბანკთაშორის ბაზარზე (ევროსთვის) საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის თარიღისთვის დეპოზიტისთვის თანხის სესხის ვალუტაში ვადაგადაცილებულ თანხასთან შეფარდებით იმ პერიოდისათვის, რაც თანაბარია შესაბამის ვადაგადაცილებულ საპროცენტო პერიოდის ან, თუ ბაზრის მოშლის შემთხვევას აქვს ადგილი, განაკვეთი, რომელიც გამოხატავს საპროცენტო განაკვეთს ყოველწლიურად ბანკისთვის გადასახდელი სესხის დაფინანსების ღირებულება ნებისმიერი რესურსიდან ბანკმა შეიძლება გონივრულად შეარჩიოს (ან ბანკის აზრით, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, თუ ხელმისაწვდომია), იმის გათვალისწინებით, რომ, თუ საპროცენტო განაკვეთი აღნიშნული ქვეპარაგრაფის (iii) შესაბამისად იქნება ნულზე დაბალი, საპროცენტო განაკვეთი მიჩნეული იქნება ნულად“.

(q) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.10(b)(2) ნაწილი (პირობების შეცვლის საფასური) აღნიშნული შეთანხმების მიზნებისთვის უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:

„სესხის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც არის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის საგანი, დაჩქარებულია 7.06 ნაწილის შესაბამისად ან სხვაგვარად ხდება შესასრულებელი მისი ვადიანობის პერიოდის დაწყებამდე ან ხდება ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით განსაზღვრული სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.04(e) ნაწილის თანახმად; ან“

(r) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.13(a)(1)(B) ნაწილი (ბაზრის მოშლა) აღნიშნული შეთანხმების მიზნებისთვის უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:

„(B) საპროცენტო განაკვეთი, როგორც შეტყობინებულია ბანკის მიერ მსესხებლისთვის შეძლებისდაგვარად მალე პრაქტიკაში გატარებული და ნებისმიერ შემთხვევაში მანამ, სანამ სავალდებულოა საპროცენტო განაკვეთის გადახდა შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის პერიოდის შესაბამისად, რომელიც გამოხატავს საპროცენტო განაკვეთს ყოველწლიურად, ბანკისთვის გადასახდელი სესხის დაფინანსების ღირებულება ნებისმიერი რესურსიდან ბანკმა შეიძლება გონივრულად შეარჩიოს (ან ბანკის აზრით, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, თუ ხელმისაწვდომია), იმის გათვალისწინებით, რომ, თუ საპროცენტო განაკვეთი აღნიშნული ქვეპარაგრაფის (B) შესაბამისად იქნება ნულზე დაბალი, საპროცენტო განაკვეთი მიჩნეული იქნება ნულად“

(s) სტანდარტული ვადებისა და პირობების 8.04(b)(iii) ნაწილი (კონფლიქტის გადაწყვეტა) აღნიშნული შეთანხმების მიზნებისთვის უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:

„(iii), სადაც მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი ნიშნავს არბიტრს, სადაც მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი უნდა იყოს თავისუფალი აირჩიოს ნებიმიერი პიროვნება, ვისაც იგი სათანადოდ თვლის, როგორც არბიტრს UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების 9.2 და/ან 9.3 მუხლების შესაბამისად.“

ნაწილი 1.02. განმარტებები

როდესაც გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის, პრეამბულასა და განრიგებში), თუ სხვაგვარად არ არის მითითებული ან კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, პრეამბულაში მითითებულ ტერმინებს აქვთ წინამდებარე დოკუმენტში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობები; სტანდარტულ პირობებში და ვადებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ წინამდებარე დოკუმენტში მათთვის მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და ქვემოთ წარმოდგენილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

„მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“ ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან სხვა პირს, რომელსაც ფინანსთა მინისტრი დანიშნავს წერილობით EBRD-ის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოში მოცემული პროცედურების შესაბამისად.

„განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნები“ ნიშნავს 2014 წლის მაისით დათარიღებული საექსპლუატაციო მოთხოვნების და 2014 წლის მაისით დათარიღებული ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ 1-დან 8-ის და 10-ის ჩათვლით საექსპლუატაციო მოთხოვნებს (ან როგორც კონტექსტი მოითხოვს, ნებისმიერ ერთ ასეთ საექსპლუატაციო მოთხოვნას)

„გარემოს დაცვისა და სოციალური სამოქმედო გეგმა“ ნიშნავს გარემოსდაცვისა და სოციალურ გეგმას და გაუმჯობესების საშუალებებს, რომლის ასლიც თანდართულია აღნიშნულ დოკუმენტზე, როგორც განრიგი 3, ამგვარი გეგმა შეიძლება შეიცვალოს დროდადრო ბანკის წერილობითი თანხმობამდე 3.04 (c) მუხლის შესაბამისად.

„გარემოსდაცვითი და სოციალური კანონი“ ნიშნავს ნებისმიერ კანონს ან რეგულაციას, რაც დაკავშირებულია შემდეგთან:

(a) გარემოს დაბინძურებას ან გარემოს დაცვას, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ კანონებს და რეგულაციებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებულ კანონებსა და რეგულაციებს;

(b) შრომისა და დასაქმებულთა პირობებს;

(c) პროფესიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;

(d) საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, უსაფრთხოება;

(e) მკვიდრი მოსახლეობა;

(f) კულტურული მემკვიდრეობა; ან

(g) განსახლება და პირთა ეკონომიკური მდგომარეობის გამო გადაადგილება.

„გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები“ ნიშნავს ნებისმიერ საკითხს, რომელიც არის ნებისმიერი გარემოსა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სფეროს შესახებ კანონმდებლობის, განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების ან გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროში სამოქმედო გეგმის საგანი.

„ფინანსური წელი“ ნიშნავს მსესხებლის ფინანსურ წელს, რომელიც იწყება თითოეული წლის 1 იანვარს.

„PIU“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს, რომელიც მოხსენიებულია 3.02 მუხლში.

ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია

წინამდებარე შეთანხმებაში მითითება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილსა ან განრიგზე, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში უნდა განიმარტოს როგორც წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლსა, ან ნაწილსა ან განრიგზე მითითება.

მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები

ნაწილი 2.01. რაოდენობა და ვალუტა

(a) ბანკი თანახმაა ასესხოს მსესხებელს, ამ შეთანხმებაში მოცემულ პირობების მიხედვით, 6,000,000 ევრომდე ოდენობის თანხა.

(b) სესხი უნდა შეიცავდეს:

(1) ტრანშ 1-ს 5,000,000 ევრომდე ოდენობით და

(2) ტრანშ 2-ს 1,000,000 ევრომდე ოდენობით თანხას.

ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები

(a) ჩამორიცხვის მინიმალური თანხა უნდა იყოს 100,000 ევრო.

(b) წინსწრებით გადახდის მინიმალური თანხა უნდა იყოს 500,000 ევრო.

(c) გაუქმების მინიმალური თანხა უნდა იყოს 500,000 ევრო.

(d) საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღები უნდა იყოს თითოეული წლის 30 მაისი და 30 ნოემბერი.

(e) (1) მსესხებელმა ტრანში 1 უნდა გადაიხადოს ნახევარწლიურ ოცდაოთხ (24) თანაბარ ნაწილად საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღებში, სადაც ტრანშ 1-ის გადახდის თარიღი არის საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღი, რომელიც ემთხვევა შეთანხმების მესამე წლისთავს ან მას შემდეგ.

 (2) მსესხებელმა ტრანში 2 უნდა გადაიხადოს ნახევარწლიურ ოცდაოთხ (24) თანაბარ ნაწილად საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღებზე, სადაც ტრანში 2-ის გადახდის თარიღი არის საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღი, რომელიც ემთხვევა შეთანხმების მესამე წლისთავს ან ბანკის მიერ მსესხებლისთვის შეტყობინებულ თარიღს, სადაც ბანკი ადასტურებს, რომ ამ შეთანხმების ნაწილი 6.02-ის ყველა პირობა შესრულებულია და მეორე ტრანში ხელმისაწვდომია ჩამოსარიცხად.

(3) მიუხედავად ზემოხსენებულისა, იმ შემთხვევაში, თუ (i) მსესხებელი არ ჩამორიცხავს ტრანში 1-ისა და/ან 2-ის მთლიან თანხას 2.02(e) ნაწილში მოცემული პირველი სესხის გადახდის თარიღისთვის და (ii) ბანკი გააგრძელებს 2.02(f) ნაწილში მოცემულ ტრანშ 1-ის და/ან 2-ის ბოლო ხელმისაწვდომ თარიღს იმ თარიღამდე, რომელიც გადასცდება შესაბამისი ტრანშ 1-ის გადახდის თარიღს, მაშინ თითოეული ჩამორიცხვის თანხები, რომელიც განხორციელდა პირველი გადახდის თარიღზე ან მას შემდეგ, უნდა განაწილდეს შესაბამისი ტრანშების გადახდისათვის თანაბარ ნაწილებად სესხის გადახდის რამდენიმე თარიღისთვის, რომლებიც ემთხვევა ასეთი ჩამორიცხვის თარიღის შემდგომ პერიოდს (სადაც ბანკი არეგულირებს თანხების განაწილებას მთლიანი რიცხვების მისაღწევად თითოეული შემთხვევის დროს).

(f) ტრანში 1-ისა და 2-ის ბოლო ხელმისაწვდომი თარიღი უნდა იყოს შეთანხმების მესამე წლისთავი, ან შემდგომი თარიღი, რომელსაც ბანკი წინასწარ დაამტკიცებს და მსესხებელს შეატყობინებს.

(g) ვალდებულების საკომისიო უნდა იყოს 0.5 პროცენტი წლიურად.

(h) სესხი ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს. მიუხედავად ზემოხსენებულისა, მსესხებელს შეუძლია აირჩიოს სესხის ნაწილის პროცენტის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გადახდა სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.04(c) ნაწილის მიხედვით.

ნაწილი 2.03. ჩამორიცხვები

ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება ჩამოირიცხოს დროთა განმავლობაში განრიგი 2-ის პირობების მიხედვით, იმისათვის, რომ დაფინანსდეს (1) საქონლის, პროექტისათვის საჭირო სამუშაოებისა და სერვისების ღირებულება და (2) ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელი.

მუხლი III – პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01. სხვა მტკიცებითი პროექტის შეთანხმებები

სტანდარტული ვადებისა და პირობების მუხლ IV-ში მოცემული ზოგადი ვალდებულებების დამატებით, მსესხებელმა, თუ ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდება:

(a) პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით უზრუნველყოს, რომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ადეკვატური სახსრებისა და სხვა რესურსების, მათ შორის, ადამიანური რესურსების, უზრუნველსაყოფად პროექტის დასრულების მიზნით;

(b) პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით უზრნუველყოს, რომ სესხის თანხა მოახმაროს მხოლოდ პროექტის განხორციელებას განრიგ 1-ის მიხედვით;

(c) პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით უზრუნველყოს, რომ უხელმძღვანელებს პროექტს საგულდაგულოდ და ეფექტურად, შესანიშნავი საინჟინრო, ფინანსური და ბიზნეს პრაქტიკების, შესაბამისი კანონებთან, გარემოსთან, ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან და მისაღებ საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკებთან შესაბამისად; და

(d) უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტო დარწმუნდება იმაში, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტ(ებ)ი პროექტის განხორციელებასა და მართვას ზედამხედველობენ საგულდაგულოდ და ეფექტურად.

ნაწილი 3.02. პროექტის განმახორციელებელი ერთეული

იმისათვის, რომ მოხდეს პროექტის განხორციელების ყველა ასპექტის კოორდინაცია, მართვა, მონიტორინგი და შეფასება, მათ შორის, პროექტისთვის საქონლის, სამუშაოებისა და სერვისების გამოსყიდვა, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, თუ ბანკთან სხვაგვარად არაა შეთანხმებული, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტო დანიშნავს პროექტის განმახორცილებელ ერთეულს და პროექტის განხორციელების განმავლობაში ამუშავებს მას ადეკვატური რესურსებითა და სასურველი კვალიფიცირებული პერსონალით, ბანკისათვის მისაღებ კომპეტენციის ფარგლებში.

ნაწილი 3.03. გამოსყიდვა

სტანდარტული ვადებისა და პირობების 4.03 ნაწილის მიზნით, შემდგომმა პირობებმა უნდა, თუ ბანკთან სხვაგვარად არაა შეთანხმებული, არეგულიროს პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და სერვისების გამოსყიდვა და დაფინანსდეს სესხის თანხიდან:

(a) საქონელი, სამუშაოები და სერვისები (კონსულტანტების სერვისების გარდა, რომელიც მოცემულია 3.03(c) ნაწილში) უნდა გამოისყიდოს ღია ტენდერის საშუალებით.

(b) 3.03(a) ნაწილისთვის ღია ტენდერის პროცედურებზე ინფორმაცია მოცემულია EBRD-ის გამოსყიდვის წესების მე-3 თავში.

(c) კონსულტანტების, რომლებიც უნდა შეირჩნენ მსესხებლის მიერ პროექტის განხორციელებისთვის, არჩევა უნდა მოხდეს EBRD-ის გამოსყიდვის წესების მე-5 თავში მოცემული პროცედურების მიხედვით.

(d) ყველა კონტრაქტი უნდა ექვემდებარებოდეს EBRD-ის გამოსყიდვის წესებში მოცემულ განხილვის პროცედურებს და უნდა ექვემდებარებოდეს ბანკის მიერ განხილვას.

ნაწილი 3.04. გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების შესრულება

სტანდარტული ვადებისა და პირობების 4.02(a), 4.04(a) (iii) და 5.02(c)(iii) ნაწილების მთლიანობის შეზღუდვის გარეშე, და, თუ ბანკი სხვაგვარად არ შეათანხმებს:

(a), თუ სხვაგვარად არ არის მითითებული გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმაში, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტო შეასრულებს და უზრუნველყოფს, რომ პროექტში ჩართულმა ნებისმიერმა კონტრაქტორმა განახორციელოს თავისი საპროექტო ვალდებულებები განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების, გარემოსდაცვითი და სოციალური კანონების და ყველა შესაბამისი გარემოსდაცვითი დაშვებების, ლიცენზიების, სერთიფიკატებისა და თანხმობების მიხედვით;

(b) ზემოთ აღნიშნულის შეზღუდვის გარეშე მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტო საფუძვლიანად განახორციელებს ეკოლოგიურ და სოციალურ სამოქმედო გეგმას და დააკვირდეს ასეთი გეგმის განხორციელებას გეგმაში მითითებული მონიტორინგის დებულებების შესაბამისად.

(c) მსესხებელსა და ბანკს შეუძლიათ დროდადრო დათანხმდნენ ეკოლოგიური და სოციალური სამოქმედო გეგმის ცვლილებებზე საპროექტო გარემოებებში ცვლილების, გაუთვალისწინებელი მოვლენების და მონიტორინგის შედეგების, მათ შორის, აუდიტის შედეგების საპასუხოდ, ზემოთ აღნიშნულის შეზღუდვის გარეშე,

(1), თუ არსებობს რაიმე უარყოფითი გარემოსდაცვითი ან სოციალური გავლენა ან საკითხი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმაში მთლიანად ან მის ნაწილთან დაკავშირებით,

(2), თუ გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმაში მითითებული, რომელიმე ზეგავლენის შემცირების ღონისძიება გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმაში მითითებულ ვადაში შესაბამის განსაზღვრულ საექსპლუატაციო მოთხოვნაში მითითებულ დონემდე საკმარისი არ არის, რომელიმე გარემოსდაცვითი ან სოციალური ზეგავლენის აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად, ან

(3), თუ გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმის ან გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხთან კანონმდებლობასთან დაკავშირებით რაიმე შეუსაბამობა გამოვლინდება, რომელიმე მარეგულირებელი ან სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა აუდიტის მიერ შემოწმების შედეგად,

მსესხებელმა, რაც შეიძლება გონივრულად და ბანკის თანხმობის საფუძველზე, განავითაროს და ჩართოს ეკოლოგიურ და სოციალურ გეგმაში ისეთი დამატებითი ან შემოწმებული შემცირების ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა აუცილებელი იყოს განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების შესასრულებლად, თითოეულ შემთხვევაში ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი წესით.

ნაწილი 3.05. ანგარიშების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები

(a) ძალაში შესვლის თარიღიდან დაწყებული სესხის სრული თანხის გადახდამდე ან გაუქმებამდე, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტო წარუდგენს ბანკს წლიური ანგარიშს ეკოლოგიურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება მსესხებელთან ან პროექტთან დაკავშირებით წლის დასრულების შემდეგ 90 დღის განმავლობაში. ასეთი ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემდეგ კონკრეტულ საკითხებზე:

(1) ინფორმაცია პროექტის კომპანიის მიერ განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების შესრულების შესახებ როგორც ეს აღწერილია 3.04(a) ნაწილში და ეკოლოგიური და სოციალური სამოქმედო გეგმის განხორციელებაში;

(2) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეამოწმა მსესხებელმა პროექტთან დაკავშირებით დაქირავებული კონტრაქტორის მიერ განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნებისა და ეკოლოგიური და სოციალური სამოქმედო გეგმის შესრულება და ასეთი კონტრაქტორის მიერ განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების და ეკოლოგიური და სოციალური სამოქმედო გეგმის შეუსრულებელი მოთხოვნების ჩამონათვალი და ნებისმიერი ღონისძიების ჩამონათვალი, რომლებიც განხორციელდა ასეთი შეუსრულებლობის გამოსასწორებლად;

(3) ინფორმაცია დაინტერესებული მხარეების ურთიერთმოქმედების გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც მოთხოვნილია განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნა 10-ით, მათ შორის, ნებისმიერი მიღებული საჩივრის ჩამონათვალი და როგორც მოხდა ასეთი საჩივრების მოგვარება;

(4) ინფორმაცია პროექტის კომპანიის მიერ პროექტთან დაკავშირებით ეკოლოგიური და სოციალური საკითხების შესრულების შესახებ, მათ შორის, პროექტისთვის საჭირო ნებისმიერი ნებართვის გაცემის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი შემოწმების შედეგების, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების ან სტანდარტების ნებისმიერი დარღვევის ჯარიმების შესახებ და ნებისმიერი შეტყობინება, ანგარიში და სხვა ინფორმაცია გარემოსდაცივით და სოციალურ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება პროექტის კომპანიის მიერ ნებისმიერი მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენილ პროექტს;

(5) ინფორმაცია შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მართვის და პროექტთან დაკავშირებით შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ჩანაწერების შესახებ, მათ შორის, უბედური შემთხვევის, დაკარგული დროის, პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი ნებისმიერი პრევენციული ან შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ, შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების საკითხებში ნებისმიერი პერსონალის ტრენინგის და სხვა სახის ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდება შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მართვას და, რომლებიც განხორციელდა ან, რომლებიც იგეგმება პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მიერ;

(6) გარემოსდაცვითი და სოციალური კანონმდებლობაში ნებისმიერი ცვლილება, რომელმაც შესაძლოა მნიშნველოვანი გავლენა მოახდინოს პროექტზე;

(7) გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხების შესახებ ინფორმაციების ასლები, რომელსაც მსესხებელი პერიოდულად წარუდგენს საზოგადოებას; და

(b) ძალაში შესვლის თარიღიდან დაწყებული, პროექტის განმახორციელებელმა სააგენტომ სტანდარტული ვადებისა და პირობების 4.04(a)(iv) პუნქტში მითითებული კვარტალური პერიოდული პროექტის ანგარიშები ანგარიშების პერიოდის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში სანამ პროექტი მთლიანად არ დასრულდება. ასეთი ანგარიშები უნდა მოიცავდეს შემდეგ კონკრეტულ მახასიათებლებს:

(1) შემდეგი ზოგადი სახის ინფორმაცია:

(A) პროექტის განხორციელების მიმდინარეობა, ანგარიშის წარდგენის თარიღამდე ან ანგარიშგების პერიოდში;

(B) პროექტის განხორციელებაში ფაქტობრივი ან მოსალოდნელი სირთულეები ან დაგვიანებები და მათი გავლენა განხორციელების განრიგზე და სირთულეების დასაძლევად და დაგვიანებების თავიდან ასაცილებლად ფაქტობრივად განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებები;

(C) პროექტის დასრულების თარიღში მოსალოდნელი ცვლილებები;

(D) ძირითადი ცვლილებები პროექტის განმახორციელებელი ერთეულის, კონსულტანტების ან კონტრაქტორების პერსონალში;

(E) საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროექტის ხარჯებზე; და

(F) ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროექტის ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე.

(2) ფინანსური ანგარიშები, რომლებშიც დეტალურად არის წარმოდგენილი პროექტის თითოეული ნაწილის შესაბამისად წარმოქმნილი დანახარჯები და ტრანშები, ანგარიშთან ერთად, რომელიც აჩვენებს:

(A) თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვა;

(B) შესწორებული ხარჯთაღრიცხვა, თუკი არის, ცვლილებების მიზეზების მითითებით;

(C) თავდაპირველი შეფასებული დანახარჯები და ფაქტობრივი დანახარჯები აღნიშნული თარიღისთვის;

(D) დღემდე თავდაპირველი შეფასებული დანახარჯების ფაქტობრივი დანახრჯების ცვლილებების მიზეზები; და

(E) წლის დარჩენილი კვარტალბისთვის შეფასებული დანახარჯები.

(c) მსესხებელთან ან პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის ან ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევისთანავე, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს გარემოზე, ჯანმრთელობასა ან უსაფრთხოებაზე, პროექტის კომპანიამ უნდა გაუგზავნოს ბანკს შეტყობინება ფაქსით, რომელშიც მითითებული იქნება ასეთი შემთხვევის ხასიათი და ის ღონისძიებები, რომელსაც ახორციელებს პროექტის კომპანია მათი გამოსწორების მიზნით, ზემოთ აღნიშნულისთვის ზიანის მიყენების გარეშე,

(1) პროექტთან დაკავშირებული ინციდენტი ან შემთხვევა, რომელიც მოხდა პროექტთან დაკავშირებულ, რომელიმე მონაკვეთზე ან გამოიწვია პროექტთან დაკავშირებულმა მოწყობილობამ, აღჭურვილობამ ან ავტოტრანსპორტმა;

(2) ინციდენტი ან შემთხვევა მიიჩნევა, რომ ჰქონდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ჯანმრთელობასა ან უსაფრთხოებაზე თუ:

(A), რომელიმე მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს, ასეთი შემთხვევის შესახებ სახელისუფლებლო ორგანოს აცნობოს,

(B) ასეთ ინციდენტს ან შემთხვევას მოჰყვება ნებისმიერი ადამიანის ფატალურ შედეგს (მიუხედავად იმისა დასაქმებულია, თუ არა ეს ადამიანი მსესხებლის მიერ),

(C) ერთზე მეტმა ადამიანმა (მიუხედავად იმისა დასაქმებულია, თუ არა ეს ადამიანი მსესხებლის მიერ) მიიღო სერიოზული ჭრილობა, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ან

(D) ასეთი ინციდენტი ან შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით ან სხვაგვარად.

(d) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს ნებისმიერი მნიშნველოვანი პროტესტის შესახებ თანამშრომლის ან საზოგადოების წევრის მიერ ან, თუ დაკავშირებულია პროექტთან ან მსესხებელთან, რასაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოჰყვეს პროექტზე ან მსესხებელზე, რომელიც მოსალოდნელია, რომ გახდეს საჯაროდ ცნობილი მედია საშუალებების მეშვეობით. ასეთი შეტყობინებიდან ათი დღის განმავლობაში მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი სააგენტო მოამზადებს ბანკისათვის მისაღებ ანგარიშს, რომელშიც მოხსენიებულია მსესხებლის ან პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მიერ ამ პროტესტის გამოძიების შედეგი და სხვა მსესხებლის ან პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ნაბიჯები სადავო საკითხების აღმოსაფხვრელად, რომლებიც პროტესტის დროს გაჩნდა.

მუხლი IV – ფინანსური შეთანხმებები

ნაწილი 4.01. ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები

(a) მსესხებელმა უნდა შეინარჩუნოს ადეკვატური პროცედურები, ჩანაწერები და ანგარიშები, იმისთვის, რომ ასახოს პროექტთან დაკავშირებული ოპერაციები, რესურსები და დანახარჯები, მოახდინოს მონიტორინგი და ჩაიწეროს პროექტის პროგრესი (მათ შორის, მისი ღირებულებები და მისგან გამომდინარე სარგებელი).

(b) მსესხებელმა უნდა:

(1) იქონიოს ჩანაწერები და ანგარიშები მოხსენიებული 4.01(a) ნაწილში თითოეული ფისკალური წლისთვის, რომელიც შემოწმებულია ბანკისათვის მისაღები დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ საერთაშორისოდ მიღებული აუდიტინგის პრინციპებისა და სტანდარტების მიხედვით;

(2) ხელმისაწვდომობისთანავე წარუდგინოს ბანკს ისეთი დეტალებით და ისეთი აუდიტორების მიერ გაკეთებული ისეთი აუდიტი, როგორსაც ბანკი მოითხოვს საჭიროებისამებრ; და

(3) წარუდგინოს ბანკს ისეთი სხვა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ასეთ ჩანაწერებსა და ანგარიშებს, როგორსაც ბანკი დროთა განმავლობაში მოითხოვს საჭიროებისამებრ.

მუხლი V – შეჩერება; აქსელერაცია; გაუქმება

ნაწილი 5.01. შეჩერება

შემდგომი დაზუსტებულია სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.01(a)(xvii) ნაწილისთვის:

მსესხებლის ტერიტორიაზე საგზაო სექტორისთვის მისაღები საკანონმდებლო და მარეგულირებელი სტრუქტურა უნდა გამოსწორდეს, შეჩერდეს, გაუქმდეს, ანულირდეს ან უარი ეთქვას, იმ გზით, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ნეგატიური მატერიალური ზეგავლენა პროექტზე, მსესხებელზე ან პროექტის განმახორციელებელ სააგენტოზე განახორციელოს პროექტი ან სხვა მათი ვალდებულება შეთანხმების მიხედვით, თუ სხვაგვარად არ არის მიღებული ბანკის მიერ ჩანაწერში.

ნაწილი 5.02 ძირითადი თანხის აქსელერაცია

შემდგომი დაზუსტებულია სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.06(f) ნაწილის მიზნებისთვის, სახელდობრ შემთხვევა, რომელიც დაზუსტებულია ნაწილ 5.01-ში, უნდა მომხდარიყო და გაგრძელებულიყო, იმ პირობით, რომ მსესხებლის მიერ შემამსუბუქებელი მოქმედებები არ არის წამოწყებული ბანკის მიერ მსესხებლისთვის მიცემული შენიშვნიდან 30 დღის განმავლობაში.

მუხლი VI – ეფექტურობა

ნაწილი 6.01. ეფექტურობის წინასწარი პირობები

შემდგომი დაზუსტებულია სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.02(c) ნაწილის როგორც ამ შეთანხმების ეფექტურობის დამატებითი პირობები:

პროექტის განმახორციელებელი ერთეული უნდა დაინიშნოს პროექტის განმახორციელებელ სააგენტოში ადეკვატური რესურსებითა და შესაბამისი კვალიფიცირებული პერსონალით და ბანკისათვის მისაღები კომპეტენციის ფარგლებში.

ნაწილი 6.02. მე-2 ტრანშის ჩამორიცხვის წინასწარი პირობები

ბანკმა შეხედულებისამებრ უნდა განსაზღვროს, გახადოს, თუ არა ტრანში 2 ხელმისაწვდომი მსესხებლისთვის. ასეთი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება მსესხებლისთვის წერილობითი ფორმით და დამატებით მსესხებლის ვალდებულებები უნდა დაექვემდებაროს წინასწარ განხორციელებას, ბანკისათვის მისაღები ფორმით:

(a) ბანკმა უნდა მიიღოს დამაკმაყოფილებელი სამოქალაქო სამუშაოებისა და ზედამხედველობითი კონსულტაციის სერვისების სატენდერო შედეგები; და

(b) ბანკმა უნდა მიიღოს მსესხებლისგან წერილობითი მოთხოვნა, იმისათვის, რომ ტრანში 2 ხელმისაწვდომი გახდეს ჩამოსარიცხად და დაზუსტდეს ხელმისაწვდომი თანხა ტრანშ 2-ის მიხედვით.

ნაწილი 6.03. იურიდიული დასკვნა

სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.03(a) ნაწილისთვის დასკვნა ან დასკვნები უნდა გაიცეს მსესხებლის სახელით იუსტიციის სამინისტროს მიერ.

ნაწილი 6.04. შეწყვეტა ძალაში შესვლის წარუმატებლობისთვის

თარიღი შეთანხმების თარიღიდან 180 დღის შემდეგ განსაზღვრულია სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.04 ნაწილისთვის.

მუხლი VII – სხვადასხვა

ნაწილი 7.01. შეტყობინებები

სტანდარტული ვადებისა და პირობების 10.01 პუნქტთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი მისამართები:

მსესხებლისთვის:

 საქართველო

 ფინანსთა სამინისტრო

 გორგასლის ქუჩა №16

 ქ. თბილისი 0114

 ვის: სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

 ფაქსი: +995-32-2262-423

ბანკისთვის:

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 One Exchange Square

 ლონდონი EC2A 2JN

 გაერთიანებული სამეფო

 ვის: საოპერაციო მართვის დეპარტამენტი

 ფაქსი: +44-20-7338-6100

აღნიშნულის დასტურად, წინამდებარე შეთანხმების მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით, გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს ოთხ ეგზემპლიარად და წარმოდგენილი უნდა იქნეს თბილისში, საქართველო, ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.

საქართველო

_____________________________

სახელი: დიმიტრი ქუმსიშვილი

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

______________________________

სახელი: ბრუნო ბალვანერა

თანამდებობა: რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში

განრიგი 1 – პროექტის აღწერა

1. ამ პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობისთვის მსესხებლის დახმარება მშენებლობის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.

2. ეს პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს, როგორც ბანკი და მსესხებელი გადაწყვეტენ დროთა განმავლობაში:

ნაწილი A (რომელიც დაფინანსდება 1 და მე-2 ტრანშიდან): საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ხიდის ნაწილის მშენებლობა;

ნაწილი B (რომელიც დაფინანსდება 1ნაწ. და მე-2 ტრანშიდან): ნაწილ ა-სთან დაკავშირებული ზედამხედველობის კონსულტაციის სერვისები.

3. ამ პროექტის დასრულება მოსალოდნელია შეთანხმების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში (პროექტის დასრულება).

განრიგი 2 – კატეგორიები და ჩამორიცხვები

1. ამ განრიგთან მიბმული ცხრილი ასახავს კატეგორიებს, თითოეულ კატეგორიაზე განაწილებულ თანხას და დანახარჯის პროცენტულობა, რომელიც უნდა დაფინანსდეს თითოეული კატეგორიისთვის.

2. მიუხედევად პირველ აბზაცში მოცემული პირობებისა, დანახარჯებზე ჩამორიცხვები არ უნდა განხორციელდეს სესხის შეთანხმების თარიღამდე.

3. ბანკი უფლებამოსილია ჩამორიცხოს მსესხებლის სახელით და გადაუხადოს თავის თავს ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელი.

განრიგ 2-ის დანართი

კატეგორია

სესხის რაოდენობა, რომელიც უნდა განაწილდეს სესხის ვალუტაში

დანახარჯების პროცენტულობა, რომელიც უნდა დაფინანსდეს

     

(1) ნაწილ ა-სთვის საჯარო სამუშაოები:

4,600,000

კონტრაქტის ღირებულების 100 % ნებისმიერი გადასახადის გამოკლებით

(2) ნაწილ ბ-სთვის ზედამხედველობის კონსულტაციის სერვისები:

350,000

კონტრაქტის ღირებულების 100 % ნებისმიერი გადასახადის გამოკლებით

(3) ერთჯერადი ადმინისტრაციული გადასახდელი

50,000

100%

(4) გაუნაწილებელი

1,000,000

 

Total

6,000,000

 

განრიგი 3 – გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმა

 

აქტივობა

რისკების ვალდებულება / სარგებელი

საინვესტიციო საჭიროებები / რესურსები

განრიგი

მიზანი და შეფასების კრიტერიუმი წარმატებული განხორციელებისათვის

PR1

გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება. მშენებლობის კონტრაქტები უნდა მოიცავდეს იმ მოთხოვნებს, რაც შესაბამისობაშია EBRD-ის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასთან (2008) და მასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას ღონისძიებებისათვის. მშენებლობის დაწყებამდე, ხიდის სპეციფიკური გარემოსდაცვითი და სოციალური შესწავლის მომზადება EBRD-ის ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების შესაბამისად და მისი მიწოდება ბანკისთვის განსახილველად.

გარემოსდაცვითი მართვის ოპტიმიზაცია ფორმალიზებული სისტემის მეშვეობით.

   

მომზადებული და განხორციელებული მართვის გეგმა. EBRD-ის მიერ დასრულებული და განხილული გარემოსდაცვითი და სოციალური შესწავლა, განხორციელებული შემამსუბუქებელი პირობები

 

სატენდერო დოკუმენტები ხიდის მშენებლობისათვის უნდა მოიცავდეს: 1) სამუშაო არეალები, რომლებიც გამოყოფილია სამშენებლო მასალების შესანახად და ხიდის მშენებლებისთვის ხიდთან მისასვლელი დემარკირებული სატრანსპორტო მარშრუტებით (საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებზე, როგორც საჭიროა); 2) მჭიდრო კოორდინაცია ბაგრატაშენის ხიდის დიზაინისა და მშენებლობისთვის დაქირავებულ კონტრაქტორსა და ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვები პუნქტის დიზაინისა და მშენებლობისთვის დაქირავებულ კონტრაქტორს შორის; 3) მოთხოვნები კონტრაქტორისათვის, რომ მიიღოს ყველა გონივრული ზომა მშენებლობის დასაცავად და ჩამოშლილი მასალების მდინარის არხში ჩამოვარდნისაგან დასაცავად; 4) მოთხოვნები, რომ წარმოქმნილი ყველა ნარჩენი არსებული ხიდის მოშლისას წარმოშობილი გადატანილი იქნეს ნაგავსაყრელისთვის ადგილობრივი ორგანოების მიერ გამოყოფილ ადგილებზე; 5) ახალი ხიდის დიზაინის შემუშავებისას, ნებისმიერი ხიდის ბურჯი მდინარის არხში უნდა იყოს მდინარის არხის პარალელურად განლაგებული ეროზიის რისკის შესამცირებლად.

ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული ეფექტების ადეკვატურად მართვის უზრუნველყოფა.

   

მოთხოვნების ჩართვა სამშენებლო სატენდერო დოკუმენტებში.

 

აქტივობების განხორციელება კონტრაქტორის მიერ.

PR2

ადამიანური რესურსებისა და შრომის მართვის გეგმის მომზადება და განხორციელება, რომელიც უნდა მოიცავდეს მშრომელთა გასაჩივრების პროცედურას.

მშრომლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

   

ადამიანური რესურსებისა და შრომის მართვის გეგმის მომზადება და განხორციელება, მშრომელთა გასაჩივრების პროცედურის განხორციელება.

 

პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმის მომზადება და განხორციელება, სამშენებლო სატრენინგო პროგრამის ჩათვლით. ეს უნდა მოიცავდეს ზომებს მშრომელთა ხმაურისაგან დასაცავად და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად.

მშრომელებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

   

 OHS გეგმის მომზადება და განხორციელება.

PR3

ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და განხორციელება, რომელიც მოიცავს მდინარე დებედაზე და მის შემოგარენზე ზეგავლენის შესამცირებლად დებულებებს. დანგრეული ნარჩენების მართვის ნაგავსაყრელი მდებარეობა უნდა დაკონკრეტდეს და შეთანხმდეს ადგილობრივ ორგანოებთან.

გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირება სწორი ნარჩენების მართვის მეშვეობით.

   

მყარი ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და განხორციელება.

 

ტექნიკის შენარჩუნების გეგმის მომზადება მიწისქვეშა წყლების დაბინძურების რისკების შესამცირებლად. ეს უნდა მოიცავდეს შენარჩუნების გრაფიკს, ავტოგასამართი სადგურის, საწვავის, ძრავის ზეთებისა და საპოხი მასალის შენახვისთვის ხელსაყრელი ადგილების იდენტიფიკაციას.

მიწისქვეშა წყლების დაბინძურების რისკის მინიმუმამდე დაყვანა

   

ტექნიკის შენარჩუნების გეგმის განხორციელება.

PR4

საგზაო მართვის გეგმის მომზადება მშენებლობის პერიოდში.

კონტრაქტორებისათვის ხელსაყრელი მისასვლელი ადგილის უზრუნველყოფა. ადგილობრივ მოსახლეობაზე პოტენციური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანა.

   

საგზაო მართვის გეგმის მომზადება

PR5

დადასტურება, სადაც საჭიროა მიწის შეძენა ხიდის მშენებლობისთვის., თუ კი, მომზადდეს მიწის შესყიდვის გეგმა PR5-თან შესაბამისობის დასადასტურებლად.

უზრუნველყოფილ იქნეს მიწის შეძენისთვის ადეკვატური კომპენსაცია

   

ხიდის პროექტისთვის მიწის შეძენის დადასტურება. საჭიროების შემთხვევაში განსახლების გეგმის მომზადება.

PR6

მშენებლობის კონტრაქტორი მიიღებს ყველა საჭირო ზომას 1) მისასვლელი გზების ხელსაყრელი მდებარეობის ასარჩევად; 2) სამშენებლო ადგილზე ნიადაგის ზედა ფენის მოშორების შემცირება; 3) ნიადაგის ზედა ფენის თავდაპირველ ადგილზე დაბრუნება, მას შემდეგ, რაც დასრულდება სამშენებლო სამუშაოები; 4) ბალახის/ბუჩქების გადარგვა, თუ მოთხოვნილია საჭიროდ ხიდის კონკრეტული გარემოსდაცვითი და სოციალური შესწავლის დასასრულებლად; 5) მისასვლელ გზებთან ეროზიის დასაცავად ზომების იდენტიფიცირება; და 6) ახალი მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, როცა აღარაა საჭირო მეტად. მცენარეების მოშორებამდე, შესაბამისად კვალიფიციური ეკოლოგი დაადასტურებს მოსაშორებელი მცენარეები ხომ არ შეიცავს დაცულ სახეობებს., თუ ასეა, ბიომრავალფეროვნების გეგმა უნდა მომზადდეს და განხორციელდეს PR6-ის შესაბამისად.

ეკოლოგიური გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა.

   

მცენარეების მოშორებამდე ეკოლოგისგან ადგილის დათვალიერების ანგარიშის წარმოდგენა. სარეაბილიტაციო ზომების მიღება მას შემდეგ, რაც დასრულდება მშენებლობა.

PR8

ხიდის მშენებლობა ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული კულტურულ ძეგლებზე გავლენა. დიზაინერის დადასტურებას ასევე თან უნდა ახლდეს ადგილობრივი ექსპერტების დადასტურება, რომ კულტურის ძეგლებზე არ იქნება გავლენა ახალი ხიდის მშენებლობისა და არსებული ხიდის დემონტაჟისას. აღმოჩენის პროცედურა უნდა ჩამოყალიბდეს და შემუშავდეს მშენებლობის დროს, საჭიროებიდან გამომდინარე.

კულტურული რესურსების დაცვა.

   

დადასტურება, რომ ხიდის მშენებლობის პროცესი გავლენას არ მოახდენს კულტურულ ძეგლებზე.

PR 10

დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გეგმის (SEP) მომზადება და განხორციელება ხიდის მშენებლობის პროექტისთვის. ეს მოითხოვს მჭიდრო კოორდინაციას BCP-სთან და ქართულ ორგანოებთან კონსულტაციას.

პროექტსა და მის დაინტერესებულ მხარეებს შორის ადეკვატური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

   

SEP-ის მომზადება.

ქართულ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის დადასტურება.