„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2020 წლებისთვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 240010000.10.003.020055
346
17/07/2017
ვებგვერდი, 20/07/2017
240010000.10.003.020055
„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2020 წლებისთვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №346

2017 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2020 წლებისთვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2020 წლებისთვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №100 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2016, 240010000.10.003.019164) შეტანილ იქნეს ცვლილება და:  

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის“ 6.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6.4.  მონიტორინგი და შეფასება

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს განახორციელებს მაღალი დონის საკოორდინაციო ჯგუფი (შექმნილი მინისტრის მოადგილეების /სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით.

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრები გაიმართება წელიწადში 2-ჯერ. დამატებითი შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს საკოორდინაციო ან სამუშაო ჯგუფის წევრ(ებ)ის მოთხოვნის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიური ანგარიში მომზადდება სამუშაო ჯგუფების მიერ, რომლებიც განხილული იქნება საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრებზე და შემდგომ წარედგინება საქართველოს მთავრობას.

მონიტორინგის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით, საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართება 6 თვეში ერთხელ.“.  

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა“  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი