დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016504 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ, №134, 27/09/2007, სარეგისტრაციო კოდი: 280.120.000.22.026.010.857) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებას დაემატოს 14 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „14 ამ ბრძანებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურების პირობები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.“. 3. ბრძანების 24 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. ბრძანების 473 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „473. 26-ე, 38-ე და 40-ე პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი ერთჯერადი დახმარებების დამატებით, 471 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სხვა კონტრაქტის (გარდა, ოფიცერთან გასაფორმებელი კონტრაქტისა) გაფორმების, შტატების შემცირების, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად გარდაცვალების, დაჭრა/დასახიჩრების, ზღვრული ასაკის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება მიეცემა ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. შესაბამისად, გამოიყენება 42-ე პუნქტით განსაზღვრული წესი. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.”. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები