„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020054
345
17/07/2017
ვებგვერდი, 18/07/2017
470230000.10.003.020054
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №345

2017 წლის 17 ივლისი

 ქ. თბილისი

 

„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა

მუხლი 1. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის მიზანი

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ექიმი სპეციალისტების მომზადების გზით ქვეყნის  თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი სპეციალისტებით  უზრუნველყოფა.

მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებსა და მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსის მომზადების საშუალებით;

ბ) პროფესიული რეგულირების არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა;

გ) C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის განვითარება.

მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები

პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიებისა და მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში საექიმო სპეციალობების მაძიებელთა (შემდგომში – მაძიებელი) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მიზნობრივი დაფინანსება;

ბ) საექიმო სპეციალობებში – „მეანობა-გინეკოლოგია“, „ნეონატოლოგია“, „პედიატრია“, „საოჯახო მედიცინა“, „შინაგანი მედიცინა“ და „ზოგადი ქირურგია“ – ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება;

გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება;

დ) C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პერსონალის გადამზადების ხელშეწყობა.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მიზნობრივი დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად:

ა) საექიმო სპეციალობებისა და შესაბამისი ადგილების (კვოტების) რაოდენობა, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრება №1 დანართით (დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობა);

ბ) მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც განხორციელდება მაძიებლების დაფინანსება პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაძიებლებს, რომელთაც:

გ.ა) ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მ.შ. იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში), აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში და მისი დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განახორციელონ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების, ასევე იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ.ბ) მოპოვებული აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების, ასევე იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ) მაძიებელთა შერჩევას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) №2 დანართით განსაზღვრული „საექიმო სპეციალობის მაძიებელთა  შერჩევის წესის“ მიხედვით;

ე) პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უზრუნველყოფისათვის სამინისტროსა და აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებს/ სასწავლებლებს შორის ფორმდება მემორანდუმი; 

ვ) პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მაძიებლებთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფორმატი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ზ) პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლები დაფინანსდებიან ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით (C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პერსონალის გადამზადების ხელშეწყობა) გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 5. დაფინანსების წესი და ოდენობა

1. მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისა და  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მიზნობრივი დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში შერჩეული მაძიებლების დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:

ა) დაფინანსება განხორციელდება განათლების ვაუჩერის მეშვეობით;

ბ)  განათლების ვაუჩერი წარმოადგენს კომპონენტის ფარგლებში შერჩეული მაძიებლებისათვის განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაფინანსებლად;

გ) მაძიებლები ამ კომპონენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით;

დ) კომპონენტის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) 1 წლის (11 თვე) სწავლის  დაფინანსება განხორციელდება დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

ე) განათლების ვაუჩერის განაღდება მოხდება კომპონენტის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განმახორციელებელი დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყოველკვარტალურად. ერთ მაძიებელზე ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულებით, არაუმეტეს 2 200 ლარით (მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილის (თუ მისი ხანგრძლივობა ერთ  წელზე ნაკლებია) შემთხვევაში − შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 200 ლარისა);

ვ) შერჩეული მაძიებლების ნუსხა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების  ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას) შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან;

ზ) ამ კომპონენტის ფარგლებში მაძიებლების დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ფინანსდება სრულად, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამის შესაბამისად.

2. პროგრამის კომპონენტებისათვის – „საექიმო სპეციალობებში – „მეანობა-გინეკოლოგია“, „ნეონატოლოგია“, „პედიატრია“, „საოჯახო მედიცინა“, „შინაგანი მედიცინა“ და „ზოგადი ქირურგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება“, „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება“ და „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პერსონალის გადამზადების ხელშეწყობა“ დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამა და ამ მიზნით 2017 წელს გათვალისწინებულია 91 000 (ოთხმოცდათერთმეტი ათასი) ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

ღირებულება სულ (ლარებით)

1

საექიმო სპეციალობებში – „მეანობა-გინეკოლოგია“, „ნეონატოლოგია“, „პედიატრია“, „საოჯახო მედიცინა“, „შინაგანი მედიცინა“ და „ზოგადი ქირურგია“  -  ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

72 000

1.1

საექიმო სპეციალობაში – „მეანობა-გინეკოლოგია“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

12 000

1.1.1

საექიმო სპეციალობაში – „მეანობა-გინეკოლოგია“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

 ტესტ-კითხვარების გადამუშავება

2 000

1.1.2

საექიმო სპეციალობაში – „მეანობა-გინეკოლოგია“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

 ტესტ-კითხვარების ბაზის განახლება

 (1000 ახალი ტესტის შესყიდვა)

10 000

1.2

საექიმო სპეციალობაში – „ნეონატოლოგია“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

12 000

1.2.1

საექიმო სპეციალობაში – „ნეონატოლოგია“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

ტესტ-კითხვარების გადამუშავება

2 000

1.2.2

საექიმო სპეციალობაში – „ნეონატოლოგია“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

ტესტ-კითხვარების ბაზის განახლება

(1000 ახალი ტესტის შესყიდვა)

10 000

1.3

საექიმო სპეციალობაში – „პედიატრია“  სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

12 000

1.3.1

საექიმო სპეციალობაში – „პედიატრია“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება

2 000

1.3.2

საექიმო სპეციალობაში – „პედიატრია“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების ბაზის განახლება (1000 ახალი ტესტის შესყიდვა)

10 000

1.4

საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

12 000

1.4.1

საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

ტესტ-კითხვარების გადამუშავება

2 000

1.4.2

საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

ტესტ-კითხვარების ბაზის განახლება

 (1000 ახალი ტესტის შესყიდვა)

10 000

1.5

საექიმო სპეციალობაში – „შინაგანი მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

12 000

1.5.1

საექიმო სპეციალობაში – „შინაგანი მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

ტესტ-კითხვარების გადამუშავება

2 000

1.5.2

საექიმო სპეციალობაში – „შინაგანი მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

ტესტ-კითხვარების ბაზის განახლება

(1000 ახალი ტესტის შესყიდვა)

10 000

1.6

საექიმო სპეციალობაში – „ზოგადი ქირურგია“  სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

12 000

1.6.1

საექიმო სპეციალობაში – „ზოგადი ქირურგია“  სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

 ტესტ-კითხვარების გადამუშავება

2 000

1.6.2

საექიმო სპეციალობაში – „ზოგადი ქირურგია“  სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების

 ტესტ-კითხვარების ბაზის განახლება

 (1000 ახალი ტესტის შესყიდვა)

10 000

2

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

14 000

2.1

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

8 000

2.1.1

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“

ტესტ-კითხვარების გადამუშავება

2 000

2.1.2

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ ბაზის განახლება (600 ახალი ტესტის შესყიდვა)

6 000

2.2

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „სტომატოლოგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება

6 000

2.2.1

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „სტომატოლოგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება

2 000

2.2.2

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „სტომატოლოგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზის განახლება (400 ახალი ტესტის შესყიდვა)

4 000

3

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პერსონალის გადამზადების ხელშეწყობა

5 000.

მუხლი 6. პროგრამის შედეგები

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:

ა) მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;

ბ) მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა;

გ) დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა;

დ) ექიმთა შეფასების ინსტრუმენტის გაუმჯობესება;

ე) ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება;

ვ) C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შემდგომი გაფართოება.

მუხლი 7. დაფინანსების წყარო

ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნება.

მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია სამინისტრო.

დანართი №1

დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობა

1. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია (5 ადგილი (კვოტა)).

2. შინაგანი მედიცინა (5 ადგილი (კვოტა)).

3. პედიატრია (5 ადგილი (კვოტა)).

4. ზოგადი ქირურგია (5 ადგილი (კვოტა)).                                       

5. მეანობა-გინეკოლოგია (5 ადგილი (კვოტა)).                                 

6. გადაუდებელი მედიცინა (5 ადგილი (კვოტა)).

7. ნეონატოლოგია (5 ადგილი (კვოტა)).

8. საოჯახო მედიცინა (5 ადგილი (კვოტა)).                   

დანართი №2

საექიმო სპეციალობის მაძიებელთა  შერჩევის წესი

1. პროგრამაში ჩასარიცხ კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, რომელსაც აცხადებს სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. კონკურსის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.

3. პროექტის ფარგლებში, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის მიზნით, სააგენტოს მიერ იქმნება კომისია.

4. შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა) კანდიდატებს, რომელთაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მინიჭებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა, მ.შ. იმ მაძიებლებს, რომლებიც გადიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამას აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში ამ პროგრამის №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში და აქვთ მზაობა, მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებსა და იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებსა და იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. კანდიდატმა, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) შესაბამისი განცხადება;

ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ ან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის/ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. თუ კონკრეტული საექიმო სპეციალობის ფარგლებში შესულია იმდენი განაცხადი, რამდენი ადგილიც (კვოტაც) გათვალისწინებულია აღნიშნული სპეციალობის ფარგლებში, ყველა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ  პირობებს,  ჩაითვლება კონკურსში  გამარჯვებულად.

7. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადების რაოდენობა კონკრეტული საექიმო სპეციალობის ფარგლებში აღემატება აღნიშნული სპეციალობის ფარგლებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობას, ტარდება კონკურსი.

8. კონკურსი  მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) კანდიდატების შეფასება/შერჩევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების გათვალისწინებით; უპირატესობა ენიჭება უფრო მაღალი შეფასების მქონე მაძიებელს;

ბ) თანაბარქულიანი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების მაცხოვრებლებს, ამის შემდგომ კი იმ მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს, რომელთათვისაც განხორციელდება მაძიებლების შერჩევა  (ასევე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია);

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების თანხვედრის შემთხვევაში, თითოეულ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება. გასაუბრებისას შეფასდება კანდიდატის პროექტში ჩართულობის მოტივაცია და მუნიციპალიტეტში დასაქმების მზაობა;

დ) იმ თანაბარქულიანი კანდიდატების შემთხვევაში, რომელთაც დაწყებული აქვთ მზადება დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, უპირატესობა ენიჭება მაძიებელს, რომელსაც გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამა მეტი მოცულობით;

ე) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შერჩევა ტარდება იმ ადგილებზე, რომლებიც თავისუფალი დარჩა ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ადგილებზე განაცხადების რაოდენობა აღემატება კონკრეტული საექიმო სპეციალობის ფარგლებში არსებული ადგილების (კვოტების) რაოდენობას, ტარდება კონკურსი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ე.ა) უპირატესობა ენიჭებათ იმ მაძიებლებს, რომელთაც სურვილი აქვთ, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში;

ე.ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში მზადების შემთხვევაში მოეთხოვებათ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში მუშაობის, სულ მცირე, 5 წლის სამუშაო გამოცდილება (საექიმო სპეციალობებში – „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ გადამზადების შემთხვევაში – პრაქტიკული მუშაობის, სულ მცირე,  3 წლის სტაჟი);

ე.გ) ამ ქვეპუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტების თანხვედრის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების მაცხოვრებლებს, ამის შემდგომ კი იმ მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს, რომელთათვისაც განხორციელდება მაძიებლების შერჩევა (ასევე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის/  მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაცია);

ე.დ) ამ ქვეპუნქტის „ე.ა“, „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების თანხვედრის შემთხვევაში, შესაბამისი საექიმო სპეციალობის დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით თითოეულ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება.

9.  კონკურსის შედეგებს  ამტკიცებს საბჭო და წარუდგენს სამინისტროს.“.