„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020053
344
17/07/2017
ვებგვერდი, 18/07/2017
470000000.10.003.020053
„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №344

2017 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2016, 470000000.10.003.019705) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების:

1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი):

ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი, რაც მოიცავს ქ. თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში დღენაკლული ახალშობილების გამოკვლევას რეტინოპათიის დიაგნოსტირებისათვის, დღენაკლულთა რეტინოპათიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, სკრინინგის კრიტერიუმების შესაბამისად;“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,796.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,096.0

2

საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი

40.0

3

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

170.0

4

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

400.0

5

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი

90.0

 

სულ:

1,796.0

.“.

2. №2 დანართის (იმუნიზაცია):

ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის (მათ შორის, აივ-ინფექციით/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ვაქცინაციისათვის) საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების)  შესყიდვას;“;

ბ) მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტისათვის, მოთხოვნის შესაბამისად.“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 17,161.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

13,504.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

64,0

3

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

3,357.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

216.0

5

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

20.0

 

სულ

17,161.0

                                                                                             .“;

დ) მე-9 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად მიიჩნევა ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი.“.

3. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,687.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

546.0

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

774.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

21.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

44.0

5

გრიპზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 3000 ლარისა)

302.0

          სულ

1,687.0.

                                                                                                                .“.

4. №4 დანართის (უსაფრთხო სისხლი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,700.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დონორული სისხლის კვლევა В და С ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსა და სიფილისზე

1,459.0

2

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა (მ.შ., სისხლის დონორთა ერთიანი ეროვნული ელექტრონული ბაზის  ადმინისტრირება და ქვეყნის მასშტაბით დანერგვა)

186.0

3

სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კომპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა და კვლევები ფოკუსჯგუფებში დონორობის მოტივაციური ფაქტორების გამოსავლენად

55.0

 

სულ

1,700.0

                                                                                                .“.

5. №7 დანართის (ტუბერკულოზის მართვა)

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი:

„გ.ე) სამედიცინო სერვისების მიწოდებაში ჩართული სამედიცინო პერსონალისათვის რესპირატორების შესყიდვა;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ე“ ქვეპუნქტი:

„ვ.ე) ამბულატორიული და სტაციონარული ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებიდან, მათ შორის, ტუბსაწინააღმდეგო აქტივობებში ჩართული პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების (მ.შ., სამედიცინო პერსონალისათვის რესპირატორების) თაობაზე მოთხოვნისა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმების შეგროვება და ანალიზი;“;

ა.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა (თვეში არაუმეტეს 300 პაციენტისა) ფულადი წახალისების დაფინანსება;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების ფარგლებში მასალის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

გ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის ფარგლებში მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მასალის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14,720.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში  ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება 12 500 ლარი თვეში)

2,597.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოგისტიკა

1,048.2

3

სტაციონარული მომსახურება

9,730.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

40.0

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 25%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

947.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა (თვეში არაუმეტეს 300 პაციენტისა) ფულადი წახალისების დაფინანსება

320.0

 

სულ

14,720.0

                                                                                                          .“;

ე) მე-9 მუხლის:

ე.ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს, დადგენილი ფორმით, მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი რესპირატორების მოთხოვნისა და ხარჯვის შესახებ.“;

ე.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეპიდკვლევა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 5 მაისის  №01-88/ო ბრძანებით დამტკიცებული „ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების ეპიდკვლევის“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად.“;

ე.გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესპირატორების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა (მ.შ., საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალოდ აწვდიან ანტიტუბერკულოზურ სამედიცინო სერვისებს.“.

6. №8 დანართის (აივ-ინფექცია/შიდსის მართვა):

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8,325.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

925.0

1.1

მ.შ., აივ-ინფექციაზე/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა

150.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

3,000.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

2,400.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 25%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

2,000.0

 

სულ

8,325.0

                                                                                                                   .“;

ბ) მე-9 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

 „51. მე-3 მუხლის „ა.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი და მათი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებებისათვის.“.

7. №9 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8.  პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,923.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

  1

ანტენატალური მეთვალყურეობა

2,602.6

  2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა (2017 წლის 1 მარტამდე დამდგარი შემთხვევების ანაზღაურება)

450.0

  3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.3

  4

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/ შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით („ბ“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველ-ყოფა

352.5

  5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენი-ლალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800.0

  6

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

94.5

  7

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა

210.1

 7.1

ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

20.0

 7.2

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

54.0

 7.3

მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის შესყიდვა

136.1

          სულ:

4,923.0

                                                                                                                   .“.

8. №10 დანართი (ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა):

ა) მე-2 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

12. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები (2017 წლის 1 ივლისიდან) არიან ასევე 2017 წლის 1 ივლისამდე შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მეთადონით ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.“;

ბ) მე-3 მუხლს  „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა (2017 წლის 1 ივლისიდან);“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) 2017 წლის 1 ივლისიდან კომპონენტის ფარგლებში მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, კომპონენტის ბიუჯეტის არაუმეტეს 1/6-ისა (2017 წლის 1 ივლისიდან).“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა მოსარგებლეებზე ხორციელდება პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის მიერ.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ1“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

დ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მეთადონით ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 1 ივლისამდე შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი (მეთადონის ჰიდროქლორიდის ხსნარი) ცენტრმა დადგენილი წესით გადასცეს სააგენტოს ამ პროგრამით განსაზღვრული მიზნებისათვის.“;

ე) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ1“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“.“;

ვ) მე-8 მუხლი (პროგრამის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,220.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

1,070.0

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში

4,310.0

2.1.

მ.შ., ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა (2017 წლის 1 ივლისიდან)

150.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა

140.0

4

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

234.0

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

6

ეფექტურობის შეფასების კომპონენტი

130.0

7

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

300.0

 

სულ

6,220.0

                                                                                                 .“;

ზ) მე-9 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) პაციენტის ჩართვა პროგრამაში მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2016  წლის 14 ივლისის №92 №01-26/ნ ერთობლივი ბრძანების მოთხოვნათა დაცვით;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის მიმღები ბენეფიციარის რეგისტრაცია (ელექტრონული სისტემის საშუალებით) და მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისთვის მიწოდება.“.

9. №12 დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა):

ა) დანართი №12.4 (პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       

„დანართი 12.4

პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით

 

ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი

თვის ბიუჯეტი

(ლარი)

ქ. თბილისი

შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

12 230

 

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

52 318

 

შპს „აფხაზეთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

3 396

 

 

 

აჭარა

შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“

16 518

 

 

 

გურია

შპს „მედალფა“

6 533

 

ლანჩხუთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი შპს „ნევრონი“

7 077

 

 

 

იმერეთი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

27 663

 

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“

15 419

 

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

2 267

 

 

 

კახეთი

შპს „თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

9 994

 

შპს „არქიმედეს კლინიკა“

9 994

 

 

 

მცხეთა-მთიანეთი

შპს მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი „ჯანმრთელი თაობა“

5 124

 

 

 

სამეგრელო

შპს „ზუგდიდის სარაიონთაშორისო ფსიქონარკოლოგიური დისპანსერი“

13 160

 

შპს „სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

16 084

 

 

 

სამცხე-ჯავახეთი

შპს „უნიმედი სამცხე“

7 001

 

 

 

ქვემო 

ქართლი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

20 581

 

 

 

შიდა 

ქართლი

შპს „გორმედი“

8 720

 

შპს „ა. ქაჯაიას სახ. სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ (2017 წლის 3 ივლისამდე)

4 695

 

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ (2017 წლის 3 ივლისიდან)

 

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის მიმწოდებლები

თვის ბიუჯეტი

(ლარი)

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია

1796

იმერეთი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

2 024

კახეთი

შპს „თელავის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

2 022

 

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის კომპონენტის მიმწოდებლები

თვის ბიუჯეტი

(ლარი)

ქ. თბილისი

შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“

19 670

იმერეთი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

13 320

ქვემო 

ქართლი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

11490

აჭარა

შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“

10 710

 

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის მიმწოდებლები

თვის ბიუჯეტი

(ლარი)

ქ. თბილისი

შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

12 900

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი

6 450

                                                                                                .“;

ბ) დანართი №12.6 (ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით (2017 წლის 1 ივნისიდან)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 12.6  

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით (2017 წლის 1 ივნისიდან)

 

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებლები

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ქ. თბილისი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

90 000,00

2

ქ. თბილისი

შპს „№5 კლინიკური საავადმყოფო“

33 120,00

3

ქვემო ქართლი

შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ (2017 წლის 3 ივლისამდე)

82 730,00

4

იმერეთი

შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

24 010,00

5

აჭარა

შპს „რესპუბლიკური, კლინიკური, ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“

105 000,00

 

6

ქ. თბილისი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

144 635,00

7

ქ. თბილისი

შპს „ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი“

24 000,00

8

ქვემო ქართლი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

26 000,00

9

იმერეთი

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

365 000,00

10

სამეგრელო-ზემო სვანეთი

შპს „სენაკის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“

15 540,00

11

შიდა ქართლი

შპს „ალ. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო (2017 წლის 3 ივლისამდე)

58 120,00

12

 

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ (2017 წლის 3 ივლისიდან)

140 850,00

                                                                                                .“.

10. №13 დანართის (დიაბეტის მართვა) მე-8 მუხლი (პროგრამის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10,530.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

დიაბეტის მართვა

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

1,214.0

2

 სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

876.0

3

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

8,000.0

 

4

 უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

236.0

5

 სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

204.0

 

სულ

10,530.0

                                                   .“.

11. №16 დანართის (ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა

464.0

2

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა

800.0

3

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

736.0

3.1

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

450.0

3.2

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და  გაცემის ხარჯები

286.0

 

სულ:

2,000.0

.“.

12. №17 დანართის (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა) №17.1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №17.1

იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა

 

1

მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია

E80.2

2

ადისონის დაავადება

E27.1

3

ალსტრიომის სინდრომი

E66.0

4

ბარტერის სინდრომი

E26.8

5

ბეხჩეტის სინდრომი

M35.2

6

უიპლის დაავადება

K90.8

7

ბილიარული ატრეზია

Q44.2

8

კონის სინდრომი

E26.0

9

კრონკჰაიტ-კანადას დაავადება

D12.6

10

გარდნერის სინდრომი

D69.2

11

გლუკო%ა–6–ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

D55.0

12

ჰემოქრომატოზი

E83.1

13

ინსულინომა

E16.1

14

ლაიმის დაავადება

A 69.2

15

ჰომოცისტინურია

E72.1

16

ფეოქრომოციტომა

C74

17

ვილმსის სიმსივნე

C64

18

ვულგარული იქთიოზი

Q 80.0

19

ჰიპოფიზარული ნანიზმი

E23.0

20

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

E84

21

ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალკვე–პერტესის დაავადება)

M91.1

22

მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)

D80.0

23

ტერნერის სინდრომი

Q 96

24

ბულოზური ეპიდერმოლიზი

Q 81.9

25

გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია)

K90.0

26

გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები – დრავეს სინდრომი

G40.4

27

მუკოპოლისაქარიდოზი I და II ტიპი

E76.0 E76.1

28

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

D69.3

29

ჰიპერიმუნოგლობულინ E სინდრომი

D82.4

30

თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან – პრადერ-ვილის სინდრომი

Q 87.1

 .“.

13. №22 დანართის (ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა):

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 360.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

2 184,6

2

ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

545,4

3

დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

130,0

4

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

50,0

5

ლოგისტიკის კომპონენტი

450,0

 

სულ:

3 360,0.

                                                                                                .“;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ბენეფიციარზე მედიკამენტის გაცემა ხორციელდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზების შესაბამისად.

5. დაავადებათა ჩამონათვალი (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD10) მიხედვით) განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“;

გ)  №22.1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №22.1

მედიკამენტი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ფორმა

დოზა

1

ენალაპრილი

Enalapril (as Enalapril Maleate)

ტაბლეტი

20 მგ    

10 მგ     

 

100 მგ

2

ლოსარტანი

Losartan (as Losartan Potassium)

ტაბლეტი

3

ამლოდიპინი

Amlodipine (as Amlodipine Besilate)

ტაბლეტი

5 მგ

4

მეტოპროლოლი

Metoprolol (as Metoprolol Tartrate)

ტაბლეტი

100 მგ

5

ამიოდარონი

Amiodarone (as Amiodarone Hydrochloride)

ტაბლეტი

200 მგ

6

იზოსორბიდის მონონიტრატი

Isosorbide Mononitrate

ტაბლეტი

40 მგ

7

ვარფარინი

Warfarin (as Warfarin Sodium)

ტაბლეტი

2,5 მგ

8

კლოპიდოგრელი

Clopidogrel (as Clopidogrel Hydrogen Sulphate)

ტაბლეტი

75 მგ

9

დიგოქსინი

Digoxine

ტაბლეტი

0,25 მგ

10

ფუროსემიდი

Furosemide

ტაბლეტი

40 მგ

11

სპირონოლაქტონი

Spironolactone

ტაბლეტი

25 მგ

12

ატორვასტატინი

Atorvastatin (as Atorvastatin Calcium)

ტაბლეტი

20 მგ

13

მეტფორმინი

Metformin (as Metformin Hydrochloride)

ტაბლეტი

1000 მგ

14

გლიკლაზიდი

Gliclazide

ტაბლეტი

60 მგ

15

გლიმეპირიდი

Glimepiride

ტაბლეტი

2 მგ

16

თიამაზოლი

Thiamazole

ტაბლეტი

5 მგ

17

ლევოთიროქსინი

Levothyroxine Sodium

ტაბლეტი

50 მკგ

18

ბუდესონიდი

Budesonide

დოზირებული სანებულიზაციო ხსნარი ერთჯერად კონტეინერში

0,5 მგ/მლ 2 მლ

19

ალბუტეროლი

Salbutamol (USAN: Albuterol Sulfate)

დოზირებული სანებულიზაციო ხსნარი ერთჯერად კონტეინერში

2,5 მგ/0,5 მლ  0,5მლ

20

სალმეტეროლი/ფლუტიკაზონი

comb. drug (Salmeterol Xinafoate/ Fluticasone Propionate)

საინჰალაციო ფხვნილი

50 მკგ/250 მკგ

21

სალბუტამოლი

Salbutamol (as Salbutamol Sulphate)

საინჰალაციო აეროზოლი

100 მკგ/დოზა

22

აკლიდინიუმის ბრომიდი

Aclidinium

Bromide

საინჰალაციო ფხვნილი (კაფსულა) ინჰალატორთან ერთად

322 მკგ/დოზა

23

მეთილპრედნიზოლონი

Methylprednisolone

ტაბლეტი

16 მგ

                                                                                                .“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი