„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13-55
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 14/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016410
13-55
14/07/2017
ვებგვერდი, 18/07/2017
300130000.35.101.016410
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13-55

2017 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 16/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 300130000.35.101.016056) დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში’’ (დანართი 1)  შევიდეს ცვლილება:

1. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და ხეებს შორის შეადგენს 3 მეტრს, ხოლო მშენებარე შენობასა და ბუჩქებს შორის 1,5 მეტრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ 2017 წლის 22 მაისამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) გაცემულია წერილობითი დასტური;

ბ) დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;

გ) დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა.“.

2. 27მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული) გარემოსდაცვით სფეროში (აგრონომი, ბიოლოგი და მეტყევე);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი