დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13-53 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016408 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016355) და:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი. 2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას; გ.ა) სისხლში საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას; გ.ბ) საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებლის ე.წ. რუხ ზონაში დაფიქსირების შემთხვევაში შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრას; დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს: დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას; დ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიურ სკრინინგს.“; ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. გ) მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განმახორციელებლის შესაბამისი განყოფილების მიერ მონიტორინგის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში რეგისტრაცია. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად რეგიტრაციის საკუთარი სურვილით გაუქმების შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია აცნობოს განმახორციელებელს აღნიშნულის თაობაზე 1 თვით ადრე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია დაასრულოს ქვეპროგრამით აღებული ვალდებულებები, ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულ მოსარგებლეებთან მიმართებით. 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგცენტრი“ (ს/კ 202442730) უზრუნველყოფს მის ბაზაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო პროგრამის (შემდგომში – საინფორმაციო პროგრამა) დანერგვას ქვეპროგრამის მიმწოდებლებთან განმახორციელებლის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“; დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) მე-6 მუხლის: ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის სრულად გაწეული მომსახურების მოცულობა. ამასთან, თუ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებისას, ბენეფიციარისათვის დადგა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება, ბენეფიციარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომსახურება ჩაითვლება დასრულებულად ბოლო კვლევის ჩატარებიდან 3 თვის გასვლის შემდგომ და, შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაზე შესრულებული სამუშაო წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს ბოლო კვლევის ჩატარების თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.“; ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიმწოდებლის მიერ თითოეული შემთხვევა უნდა იქნეს დარეგისტრირებული საინფორმაციო პროგრამაში.“; ვ) მე-7 მუხლის: ვ.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საინფორმაციო პროგრამაში შემთხვევის რეგისტრაციის შემოწმება.“ ვ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შემთხვევა არ დაექვემდებარება ანაზღაურებას, თუ საინფორმაციო პროგრამაში არ იქნება დარეგისტრირებული.“; ზ) „ცხრილი № 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცხრილი № 1
თ) მე-8 მუხლის: თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიმწოდებელმა შეიძლება ქვეპროგრამის მოსარგებლეებს მიაწოდოს წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა კონტრაქტორის ან/და საკუთარი ფილიალის ან/და მობილური გუნდის მეშვეობით, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობიდან გინეკოლოგის გასინჯვისა და პაპ-ნაცხის აღების სერვისებისა.“; თ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულება ვალდებულია, მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის განმახორციელებელს წერილობით წარუდგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის დასტური ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების ფარგლებში დაწესებულების/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ აღნიშნული ქვეპროგრამითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა აქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე. დამატებითი დოკუმენტაციის სახით, წერილს თან უნდა ერთოდეს კომპონენტ(ებ)ის განხორციელებაში ჩართული კონტრაქტორების ხელშეკრულების ასლები. ამასთან, დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს კომპონენტ(ებ)ით გათვალისწინებული სერვისების მიწოდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მოთხოვნის შესაბამისად.“; თ.გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. დადგენილების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი“ კომბინაციის შემთხვევაში, 1 ფლაკონი „პერტუზუმაბისა“ და წონის გათვალისწინებით მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე „ტრასტუზუმაბის“ შესაბამისი რაოდენობის ფლაკონების ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 7500 ლარის ტარიფით მიწოდება; ე) მეორე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტის ქვეპროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 1045 ლარის ტარიფით მიწოდება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები