დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/06/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 22/01/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/06/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000078 |
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას
შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო
მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
კარი 1
მხარეები, თითოეულ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, განავითარებენ და გააფართოებენ თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში.
კარი 2
მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას უპირველეს ყოვლისა შემდეგ დარგებში:
- ფარმაცია;
- ორთოპედია;
- უროლოგია;
- ოფთალმოლოგია;
- ტრადიციული მედიცინა;
- ოტოლარინგოლოგია;
- პლასტიკური ქირურგია;
- ტრანსპლანტოლოგია;
- ნეიროქირურგია;
- ნარკოლოგია და ტოქსიკოლოგია;
- იმუნოლოგია;
- შიდსის პრობლემები;
- ონკოლოგია;
- რეპროდუქტოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია.
კარი 3
მხარეები უპირატესობას მიანიჭებენ თანამშრომლობის შემდეგ ფორმებს:
- სამედიცინო მეცნიერების ინფორმაციის გაცვლა;
- ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში სპეციალისტებისა და დელეგაციების გაცვლა;
- სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების ერთობლივი შესრულება;
- თითოეულ ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებში სპეციალისტების მონაწილეობა;
- ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზაცია.
კარი 4
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებისათვის პირდაპირი კავშირების დამყარებას სამედიცინო ინსტიტუტებს, სამედიცინო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და კლინიკებს შორის.
კარი 5
ერთობლივი კვლევების ჩატარებისათვის სპეციალისტების გაცვლა მოხდება შეძლებისდაგვარად, ეკვივალენტურად თითოეული მხრიდან.
თითოეული მხარე წინასწარ, მოსალოდნელ ვიზიტამდე 1 თვით ადრე, მეორე მხარეს წარუდგენს თავისი სპეციალისტების ბიოგრაფიულ მონაცემებს, დაკავებულ თანამდებობას, სპეციალობას, მუშაობის პროგრამას, ინფორმაციას ენების ცოდნის შესახებ.
ინფორმაციის მიღებისთანავე მიმღებმა მხარემ დროულად უნდა დაადასტუროს ვიზიტის ვადები.
კარი 6
ამ შეთანხმებაში აღნიშნული მიზნების წარმატებით განხორცილებისათვის ორივე მხარე ქმნის მუდმივ სამუშაო ჯგუფებს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ჯგუფები პერიოდულად იკრიბებიან რიგრიგობით ორივე ქვეყანაში.
კარი 7
მხარეები თანამშრომლობას განახორციელებენ უვალუტო საფუძველზე. სპეციალურად დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, გამგზავნი მხარე აანაზღაურებს მგზავრობის ხარჯებს მიმღები მხარის დედაქალაქამდე და უკან, მიმღები მხარე გასწევს ხარჯებს ქვეყნის შიგნით გადაადგილებისათვის, აანაზღაურებს საცხოვრებელ ხარჯებს და ჩამოსულ სპეციალისტებს გადაუხდის დღიურ გადასახადს.
კარი 8
მიმღები მხარე გაუწევს უფასო სამედიცინო დახმარებას ამ შეთანხმების საფუძველზე ჩამოსულ პირებს მათი ქვეყანაში ყოფნის დროს მწვავე დაავადებების ან უბედური შემთხვევისას.
კარი 9
ეს შეთანხმება იდება სამი წლის ვადით. მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო წელს, თუ მისი მოქმედების ვადის დამთავრებამდე არანაკლებ 6 თვით ადრე ერთ-ერთ მხარე წერილობით არ განაცხადებს თავის გადაწყვეტილებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
კარი 10
მხარეებს, ურთიერთშეთანხმებით, შეუძლიათ შეავსონ ან შეცვალონ ეს შეთანხმება.
შესაბამისი დოკუმენტი გაფორმებული იქნება ამ შეთანხმების შემადგენელი ნაწილის სახით.
ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.
შედგენილია ქ. პეკინში, 1993 წლის 3 ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის მთვარობის სახელით (ხელმოწერილია) |
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის კომენტარები