საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №2/435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №2/435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02/3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02/3
07/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №2/435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული

სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №02/3

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №2/435 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის რეკომენდაციის საფუძველზე (ოქმი №11; 2017წ.) „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 დეკემბრის №2/435 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართ №1-ში, რიგითი №1 ძეგლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4) .

 

გენერალური დირექტორის მოვალეობის                                                 პაატა გაფრინდაშვილი

შემსრულებელი