„რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 310140000.22.024.016498
1-1/298
13/07/2017
ვებგვერდი, 13/07/2017
310140000.22.024.016498
„რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/298

2017 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 

„რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №38, მუხ.329) დამტკიცებულ  წესებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და:

1. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტვირთის გადასაზიდად გაფორმება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ზედნადებით, თუ ტვირთგამგზავნი რეგისტრირებულია რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – ერთიანი ელექტრონული სისტემა).

2. თუ შეუძლებელია ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის წარმოება, გადაზიდვა ფორმდება მატერიალური დოკუმენტის სახით.“.

2. 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტვირთის გადაზიდვა სავაგონო გზავნილებით შეიძლება გაფორმდეს ელექტრონული ზედნადებით.“.

3. 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 461 მუხლი:

მუხლი 461

1. ტვირთის გადაზიდვის და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების ტვირთგამგზავნისთვის/ტვირთმიმღებისთვის მიწოდებისას, რკინიგზა უფლებამოსილია ამ წესებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით.

2. რკინიგზა უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარმოებისას განსაზღვროს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენის წესი, მათი ფორმა და რეკვიზიტები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებულია დოკუმენტის ყველა არსებითი მონაცემი.“.

4. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული ზედნადები იწარმოება ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ელექტრონული ზედნადების მონაცემების შენახვას, მათი კონფიდენციალობის დაცვას და გამორიცხავდეს ამ მონაცემებზე უნებართვო წვდომას.

2. ელექტრონული ზედნადები შეივსება მხოლოდ ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

3. გადაზიდვის ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით დადების ფაქტი დასტურდება ელექტრონული ზედნადების შედგენით და მასზე მხარეთა ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებით.“.

5. 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ ზედნადებს ავსებს ტვირთგამგზავნი, მის მიერ უფლებამოსილი პირი, ან ტვირთგამგზავნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად – რკინიგზა.“.

6. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გრაფაში „გაგზავნის სადგური“ – აღინიშნება გაგზავნის სადგურის ზუსტი სახელწოდება. ეს გრაფა შეიძლება შეავსოს სადგურის შტემპელის გამოყენებით. თუ იმპორტული ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო სადგურების გავლით, გრაფაში „გაგზავნის სადგური“ მიეთითება ნავსადგურებთან განლაგებული პორტისპირა ან სასაზღვრო გადამცემი სადგური. ამ შემთხვევაში გადაზიდვის საბუთს უკეთდება აღნიშვნა – „იმპორტი“.

ვ) გრაფაში „დანიშნულების სადგური“ – აღინიშნება ტვირთის დანიშნულების სადგურის ზუსტი სახელწოდება. თუ ტვირთი გადაიზიდება იმ სადგურისაკენ, სადაც გადმოტვირთვა ხორციელდება მხოლოდ მისასვლელ ლიანდაგზე, ამ გრაფაში, სადგურის სახელწოდებასთან ერთად, კეთდება აღნიშვნა: „მისასვლელ ლიანდაგზე ჩამოყენებით...‘“ და მიეთითება იმ მიღების დასახელება, რომლის მომსახურებისათვის არის განკუთვნილი მისასვლელი ლიანდაგი. თუ საექსპორტო ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო სადგურების გავლით, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება სასაზღვრო გადამცემი ან საზღვარი ნავსადგურისპირა სადგური. ამ შემთხვევაში, გადაზიდვის საბუთში კეთდება აღნიშვნა – „ექსპორტი“.“;

ბ)  „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გრაფაში „ტვირთის დასახელება“ – აღინიშნება ტვირთის ზუსტი სრული დასახელება. თუ ზედნადებში არ არის  საკმარისი ადგილი ერთი გზავნილით გადასაზიდი მთელი ტვირთის ჩამოსათვლელად, ტვირთგამგზავნი იურიდიული პირი, თავის საფირმო ბლანკზე, ადგენს მთელი გადასაზიდი ტვირთის ნუსხას ნიშნების, ადგილების რაოდენობის, შეფუთვის, დასახელებისა და წონის მითითებით. ნუსხა დგება საფინანსო ოპერაციებში მოსახმარი ბეჭდით დამოწმებული და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ოთხ ეგზემპლარად. ზედნადების შესაბამისად გრაფებში მიეთითება ტვირთის საერთო რაოდენობა და წონა, ხოლო გრაფაში „ტვირთის დასახელება“ აღინიშნება: „კრებსითი გაგზავნა, ტვირთის ნუსხა თან ერთვის“. ნუსხის თითოეულ ეგზემპლარზე მიეთითება ზედნადების ნომერი და აღიბეჭდება გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელი. ნუსხის ეგზემპლარი თან უნდა დაერთოს ზედნადებს, ხოლო ერთი პირი, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, გადაეცემა ტვირთგამგზავნს. გრაფაში „ტვირთის დასახელება“ აგრეთვე მიეთითება:

პ.ა) ხე-ტყის შტაბელებად გადაზიდვისას – დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროებულ ნაწილში მოთავსებული ძირითადი შტაბელების რაოდენობა და სიმაღლე;

პ.ბ.) მორების და დახერხილი ხე-ტყის გადაზიდვისას – მორების და დახერხილი მასალის სიმაღლე ნახევარვაგონის ბორტის დონესთან შედარებით;

პ.გ) ჩამოსასხმელი ტვირთის გადაზიდვისას – ჩამოსხმის სიმაღლე, სიმკვრივე და ტვირთის ტემპერატურა;

პ.დ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამყოლით გადაზიდვისას – გამყოლის სახელი, გვარი, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია, ნომერი და სამედიცინო მოწმობის ნომერი. თუ გადასაზიდად წარდგენილია ვაგონები, რომლებიც რკინიგზას არ ეკუთვნის ან მის მიერ სხვა პირთა დროებით სასყიდლიან სარგებლობაშია გადაცემული, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება“ შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა. თუ ტვირთი გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით, ამ გრაფაში კეთდება ჩანაწერი „გადაზიდვა განსაკუთრებული პირობებით“.“;

გ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ზედნადების უკანა მხარეს, გრაფა „ტვირთის განლაგება და დამაგრება“ – შეივსება ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების (შემდგომ – ტექნიკური პირობები) შესაბამისად და დადასტურდება შემვსები პირის ხელმოწერით, მისი სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით.“.

7. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 59

თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გადაზიდვის ახალი საბუთები არ გაფორმებულა, სადგურისა და ტვირთმიმღების სახელწოდება და მათი კოდები გადაზიდვის საბუთებში გადაიხაზება ისე, რომ გადახაზული იკითხებოდეს და ჩაიწერება ახალი მონაცემები. ამ შემთხვევაში, ზედნადების მე-5 გრაფასა და საგზაო უწყისში აღინიშნება ტვირთის მისამართის შეცვლის თაობაზე განკარგულების გამცემი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა. აღნიშვნა მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და სადგურის შტემპელით.“.

10. მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 61

ზედნადები დანიშნულების სადგურში შეივსება შემდეგი წესით:

ა) გრაფაში „შემოსვლისას“ – აღინიშნება გადაზიდვის საბოლოო ღირებულება, დანიშნულების სადგურში გადახდილი დამატებითი საფასური და საერთო თანხა გადაზიდვის საბუთების შესაბამისად;

ბ) გრაფაში „დანიშნულების სადგურზე აკრეფილი გადასახდელები“ – აღინიშნება სხვადასხვა სახის საფასურის გადახდის ქვითრის, ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის, საბანკო ბარათის ან საგადასახადო მოთხოვნა-დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი. გადასახდელების გადახდა მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით, ხოლო ზედნადების უკანა მხარესა და საგზაო უწყისში დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გაცემის გაფორმების დროის შესახებ;

გ) გრაფაში „გადმოტვირთვა რკინიგზის მიერ ან ჩამოყენება მიმღების საშუალებით გადმოსატვირთად“ – ზედნადების უკანა მხარეზე და საგზაო უწყისში დაისმის დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელი და აღინიშნება რკინიგზის მიერ გადმოსატვირთად ტვირთის მიწოდების დრო;

დ) გრაფა „ტვირთის გატანა“ (ზედნადების უკანა მხარეს) – შეივსება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის გადმოტვირთვისა და დანიშნულების სადგურიდან გატანისას. თუ ტვირთის გატანა ხდება ნაწილ-ნაწილ, თითოეული ნაწილის გატანის შესახებ ამ გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. იმ სადგურზე, საიდანაც ტვირთის გატანა ხორციელდება საშვით, ზედნადებში აგრეთვე მიეთითება საშვის ნომერი;

ე) გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“ (ზედნადების უკანა მხარეს) – აღინიშნება მონაცემები ამ წესების 57-ე და 58-ე მუხლების მიხედვით, თუ შეიცვალა მიტანილი ტვირთის მისამართი;

ვ) გრაფაში „აღნიშვნები ტვირთის გაცემის შესახებ“ (ზედნადების უკანა მხარეს) – ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად მიეთითება ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გაცემის თაობაზე.“.

12. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 64

1. ელექტრონული ზედნადების შედგენის წესს განსაზღვრავს რკინიგზა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ელექტრონულ ზედნადები, ამ წესების 53-ე მუხლის შესაბამისად, ივსება ტვირთის ვაგონში ჩატვირთვამდე და ჩატვირთვის შემდეგ.

3. ელექტრონული ზედნადების შევსების თითოეულ ეტაპზე მასში შეიტანება მონაცემები ამ წესების 53-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ხოლო გაგზავნის სადგურის მიერ – 54-ე-56-ე მუხლების მიხედვით.

4. ერთიანი ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილ დოკუმენტს აქვს ელექტრონული ზედნადების იდენტური იურიდიული ძალა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

13. 99-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 101-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 110-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 111-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 113-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 114-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ტვირთი ვაგონთა ჯგუფით ერთი გუ-27ე ფორმის ზედნადებით გადაიზიდება, შეივსება გუ-29ბ და გუ-29ბრ ფორმის საგზაო უწყისი, ტვირთის მიღების ანალოგიური ფორმის ქვითარი და გუ-38ბ ფორმის სავაგონო ფურცელი.“.

19. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 117

სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილით მიტანილი იმ ტვირთის გაცემისას, რომლის თანმხლებ ზედნადებში არის ჩანაწერი ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნის შესახებ, დანიშნულების სადგური ვალდებულია, გადაზიდვის დოკუმენტებზე თანდართული საერთო ფორმის აქტის (აქტების) საფუძველზე შეადგინოს კომერციული აქტი, მოუსვლელი ვაგონების ნომრების მითითებით.“.

20. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 119

1. თუ დანიშნულების სადგურში მისული ვაგონების ნომრები და რაოდენობის მაჩვენებლები არ შეესაბამება გადაზიდვის დოკუმენტების მონაცემებს, ტვირთის გაცემა ფორმდება გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის მიხედვით.

2. სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილით მიტანილი ტვირთის გაცემისას, დანიშნულების სადგური გადაზიდვასთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს ზედნადების მიხედვით, ვაგონთა იმ რაოდენობაზე გაანგარიშებით, რომელიც მივიდა ერთი გზავნილით.“.

21. 335-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

22. 337-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 337

ტვირთის მისამართის შეცვლის ნებართვა გადაეგზავნება იმ სადგურს, სადაც განხორციელდა მისამართის შეცვლა, ხოლო ასლი – პირველად დანიშნულების სადგურს. სადგური, რომელზეც მოხდა მისამართის შეცვლა, ამის თაობაზე ატყობინებს პირველად დანიშნულების სადგურს.“

23. 341-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

24. 342-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 342

1. ელექტრონული ზედნადებით გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მატერიალური ფორმის დოკუმენტებით, ასევე ახალი ან პირვანდელი ელექტრონული ზედნადებით.

2. თუ ელექტრონული ზედნადებით ტვირთის გადაზიდვა ახალ დანიშნულების სადგურამდე შეუძლებელია, სადგური, სადაც ხდება ტვირთის მისამართის შეცვლა, აფორმებს გადაზიდვის დოკუმენტებს, მატერიალური სახით.“.

25. 354-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანიშნულების სადგურში ელექტრონული ზედნადებით გაფორმებული ტვირთის მიტანისას, ტვირთმიმღებს ინფორმაცია ტვირთის მოსვლის შესახებ გადაეცემა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით.“.

26. 361-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

27. 377-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

28. 379-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ელექტრონული ზედნადებით გამოგზავნილი ტვირთი ვადაში არ იქნა მიტანილი, ტვირთმიმღებმა რკინიგზას შეუძლია მოსთხოვოს ტვირთის ძებნის გამოცხადება. ამისათვის ტვირთმიმღები დანიშნულების სადგურს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს ელექტრონული ზედნადების ნომერსა და გაგზავნის სადგურს.“.

29. 422-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, კომერციული აქტი შეიძლება შედგეს ასევე ელექტრონული სახით, ასეთ შემთხვევაში, კომერციული აქტის მონაცემების საფუძველზე, ელექტრონულ ზედნადებში კეთდება შესაბამისი აღნიშვნები.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთიანი ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილ ელექტრონულ კომერციულ აქტს აქვს ელექტრონული კომერციული აქტის იდენტური იურიდიული ძალა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

31. 432-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძირითადი გზავნილით მიტანილი ტვირთის დანაკლისის გამო, რომელიც გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით, დანიშნულების სადგურმა შეიძლება შეადგინოს როგორც მატერიალური, ასევე  ელექტრონული კომერციული აქტი.“.

32. 435-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 435

თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, გადაზიდვის დოკუმენტებს დასართავი საერთო ფორმის აქტი შეიძლება შედგეს ელექტრონული სახით.“.

33. 447-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

34. 461-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პრეტენზია წარდგენილია ტვირთზე, რომელიც გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით, საპრეტენზიო განაცხადის და მასზე თანდართული დოკუმენტების წარდგენა უნდა განხორციელდეს ამ წესების შესაბამისად.“.

35. 463-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 463

თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, პრეტენზიას თან დაერთვის:

ა) ელექტრონული ზედნადების ასლი;

ბ) დანიშნულების სადგურის მიერ ან სვლის გზაზე შედგენილი კომერციული აქტის დედანი, ან ელექტრონული კომერციული აქტის ასლი.“.

37. 465-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტვირთის დაკარგვისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილ პრეტენზიაში, თუ განმცხადებელმა არასწორად აღნიშნა ტვირთის გადასაზიდი ელექტრონული ზედნადების რეკვიზიტები ან ტვირთის ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა, მაშინ პრეტენზია, თანდართული დოკუმენტებითურთ და რკინიგზის დასაბუთებულ პასუხთან ერთად, უბრუნდება განმცხადებელს.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

38. წესების დანართიდან ამოღებულ იქნეს:

ა) გუ-27 უ-ვც ფორმა;

ბ) გუ-29 უ-ვც ფორმის საგზაო უწყისი.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია