დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 12/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016316 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.104.016294) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები – 10937,5 ათ. ლარით; ა.ბ) საბრუნავი სახსრების ნაშთი – 361.4 ათასი ლარით; ა.გ) გადასახდელები – 11298,9 ათ. ლარით; ა.დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი – 7560,5 ათ. ლარით; ა.დ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი – 3531,7 ათ. ლარით; ა.დ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი – 178.0 ათ. ლარით; ა.დ.გ.)ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა მიმდინარე ღონისძიებების დაფინანსება - 439.1 ათასი ლარით; ა.დ.დ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 3411,7 ათ. ლარით; ა.ე) სარეზერვო ფონდი – 30.3 ათ. ლარით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებულის დანართის:
|
ბ.ა)
პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.ბ)
მე-7 , მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 116,3 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 094,6 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 094,6 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.გ)
მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 30.3 ათ. ლარის ოდენობით. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 178.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100.0 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 78.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“; |
ბ.დ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„მუხლი 17. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები