შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020050
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
341
12/07/2017
ვებგვერდი, 13/07/2017
010240010.10.003.020050
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/07/2017 - 15/01/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №341

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებისა და „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილების გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა“. 
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №68 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება, სრულყოფა და შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. პროგრამის აქტივობები

პროგრამის აქტივობებია:

ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება;

ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია;

გ) საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩატარება;

დ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საინფორმაციო ნაკადების იდენტიფიცირება;

ე) სისტემის მომხმარებლებისათვის ანგარიშის მომზადება;

ვ) სისტემაზე  საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება.

მუხლი 3. პროგრამის სამიზნე ჯგუფი

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:

ა)  საქართველოს მთავრობა;

ბ) სოციალური პარტნიორები;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციები;

დ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;

ე) სამუშაოს მაძიებლები;

ვ) ბიზნესსუბიექტები;

ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებები;

თ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 524 000  ლარით.

2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  (პროგრამული კოდი 24 01) გათვალისწინებული ასიგნება – ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. 

მუხლი 5. პროგრამის შესრულების ინდიკატორები

პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:

ა) სისტემაში გამოქვეყნებული ცვლადები;

ბ) განხორციელებული კვლევა მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით;

გ) კვლევის საფუძველზე მოპოვებული თვისებრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია, იდენტიფიცირებული პრობლემები და მომზადებული რეკომენდაციები;

დ) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში განთავსებული ყოველწლიური ანგარიში;

ე) განხორციელებული ღონისძიებები და ჩატარებული შეხვედრები.

მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი.

2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.