დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 256 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/08/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017000 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნავთობპროდუქტის ნსაფ-ით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ნავთობპროდუქტის სასაქონლო ნაშთები“ (№III-10 დანართი).“. |
2.
დანართი №III-10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
3.
დანართი №III-25-ის „ბ“ დანართის II ნაწილის შემდეგ დაემატოს II1 და II2 ნაწილები.
|
4.
75-ე მუხლის მაგალითის შეფასება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შეფასება: თებერვლის თვეში ავეჯის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია წარადგინოს დღგ- ის ყოველთვიური დეკლარაცია და 3000 ლარი ასახოს დღგ-ის დეკლარაციის, დანართი „ა“- ს I ნაწილის მე-2 სტრიქონსა და დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში. ასევე, ვალდებულია, ამავე თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში ასახოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე წინასწარ გადახდილი თანხის ნაწილზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესახებ ინფორმაცია. ავეჯის მწარმოებელი საწარმო უფლებამოსილია ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში (მე-2 –მე-6 სვეტები) მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები (მე-9–მე-11 სვეტები),რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის თანხას. მოცემულ შემთხვევაში, ივნისის თვის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობას მიიღებს 4000 ლარი. კერძოდ, აღნიშნული ჩაიწერება დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში, ხოლო ამავე ნაწილის 41 უჯრაში აისახება 3000 ლარი (ამ ოპერაციაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის თვეში (თებერვალში)).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|
დოკუმენტის კომენტარები