ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016319
15
12/07/2017
ვებგვერდი, 13/07/2017
010250020.35.119.016319
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №15

2017 წლის 12 ივლისი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის’’ დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის’’ დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 მაისის №11 დადგენილებაში (სსმ. 010250020.35.119.016315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართის  II თავის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებულ იქნეს:

მუხლის 2 -ის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნტი;

მუხლი 3-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 4-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 5-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 6-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 7-ის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 8-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 9-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 10-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 11-ის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 12 -ის მე-2 პუნქტის ,,დ“ქვეპუნქტი;

მუხლი 13-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;                                                        

მუხლი 14-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 15-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 16-ის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 17-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 18-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 19-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;

მუხლი 21-ის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;

2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის III თავის 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სამსახური თანმიმდევრულად, ინდივიდუალურად განიხილავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ყველა განცხადების თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დადგენილებასთან;

ბ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (sda.gov.ge) საშუალებით შეამოწმოს რეგისტრაციის ადგილი;

გ) ხონის მუნიციპალიტეტში დროებით საცხოვრებელი ადგილის მქონე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამით“ გათვალისწინებული დახმარების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია რეგისტრაციის ადგილის განსაზღვრისათვის მოითხოვოს იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე