ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/01/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 28/12/1998
ძალაში შესვლის თარიღი 09/01/1996
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000229
-
03/01/1996
გაურკვეველი, -, 28/12/1998
430003000.00.000.000229
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ესწრაფვიან რა განავითარონ და განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა,

სურთ რა ითანამშრომლონ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შემდგომი განმტკიცების საკეთილდღეოდ, საერთაშორისო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის,

კვლავ ხაზს უსვამენ რა თავიანთ ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი,

 შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მხარეები შექმნიან რეგიონალურ და საერთაშორისო პრობლემებზე რეგულარული კონსულტაციების მექანიზმს სხვადასხვა რეგიონში და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათი საერთო ინტერესების შესაბამისად.

    მუხლი 2

საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულ კონსულტაციებს მართავენ. პერიოდულად ეწყობა ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრები. ამ კონსულტაციებზე განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობის და ორივე მხარისათვის საინტერესო საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებს.

მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ჩამოყალიბდეს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფები კონკრეტული საკითხების შესასწავლად.

    მუხლი 3

დაგეგმილი კონსულტაციების დღის წესრიგი, ადგილი და პირობები წინაწარ განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

    მუხლი 4

მხარეები ითანამშრომლებენ და ერთმანეთთან კონსულტაციებს გამართავენ საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში თავიანთი საქმიანობის კოორდინაციისა და პოზიციების შეთანხმების მიზნით.

    მუხლი 5

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას და პირდაპირი კონტაქტების დამყარებას ორივე ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურებს შორის. ისინი ხელს შეუწყობენ სემინარებისა და ერთობლივი კვლევითი სამუშაოების ორგანიზაციას, რომელთა გამართვის პირობები დიპლომატიური გზით განისაზღვრება.

    მუხლი 6

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან. იგი დადებულია ხუთი წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდგომ ოქმის მოქმედება ავტომატურად ხანგრძლივდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის. ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ მომენტში უფლება აქვს გააუქმოს წინამდებარე ოქმი დიპლომატიური გზით, რისთვისაც დენონსაციის შესახებ წერილობით შეტყობინებას უგზავნის მეორე მხარეს. ოქმის დენონსაცია ძალაში შედის ექვს თვეში, ზემოხსენებული შეტყობინების მიღების თარიღიდან.

 

 

 შესრულებულია ქ. ბიშკეკში 1996 წლის 9 იანვარს, ორ ორიგინალ ეგზემპლარად რუსულ ენაზე.

 

საქართველოს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ყირგიზეთის რესპუბლიკის

საგარეო საქმეთა სამინისტრო