დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016258 |
23
11/07/2017
ვებგვერდი, 14/07/2017
040030000.32.057.016258
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
|
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №69 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №133 (22.396), 16.07.05) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დირექტორს ჰყავს მოადგილე სამეურნეო დარგში. მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით. მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით, მუზეუმის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 4. მუზეუმის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები