დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016812 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 100110000.22.038.016553) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის, 42-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) მე-3 მუხლის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;“. ბ) 21-ე მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შეიცავს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე და საბჭო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ პროგრამის გაგრძელება, იგი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს რეკომენდაციით მსჯავრდებულის მიერ სარეაბილიტაციო პროგრამის გაგრძელების თაობაზე. 6. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართოს სააგენტოს მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, მისი განსჯადი დაწესებულებიდან საბჭოს აპარატში მიღებულ კორესპონდენციას იხილავს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები