„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016133
35
25/08/2017
ვებგვერდი, 29/08/2017
040170050.57.069.016133
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №35

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისუფლდება სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას;“.

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



დანართი

 

ცნობა თეთრ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესახებ

 


[გაცემის თარიღი და ადგილი]

 

ეს ცნობა ადასტურებს, რომ მიმწოდებელმა [მიმწოდებლის სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი] ჯეროვნად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები:

 

რეკვიზიტები: [ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი, სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი];

 

ხელშეკრულების ღირებულება: [თანხა ციფრებითა და სიტყვიერად, ასევე  ვალუტის დასახელება. თუ ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების ფაქტობრივი ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულების ღირებულებაზე, მაშინ მიეთითება ფაქტობრივად შესრულებული ვალდებულებების თანხაც].

 

ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულება დასტურდება შემდეგი დოკუმენტ(ებ)ით: [ხელშეკრულების ღირებულების სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (საგადახდო დავალება) და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. თუ მითითებული დოკუმენტები სრულად არის ატვირთული სისტემაში, ისინი სააგენტოს აღარ წარედგინება].

 

 

წინამდებარე ცნობა გაიცემა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად.

 

 

[შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა]

 

[ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)].