დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016173 |
|
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 29/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016089) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეხუთე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები შესაძლებელია წარმოადგინოს ამხანაგობამ თანხის გადახდის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად (ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი/ქვითარი) სხვა შემთხვევაში პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადებას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს 100 % -იანი დაფინანსებით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეხუთე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამხანაგობის მიერ პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების წარმოდგენისას, მერია უფლებამოსილია მასში გადახდილი ღირებულება, ამხანაგობას ჩაუთვალოს პროგრამით განსაზღვრული ღონიძიებების თანადაფინანსებისათვის პროცენტული ოდენობით გადასახდელ თანხაში, თუ იგი არ აღემატება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 2.5 %-ს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები