„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივნისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016153
18
11/07/2017
ვებგვერდი, 14/07/2017
010250000.35.175.016153
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივნისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2017 წლის 11 ივლისი

ქ. მცხეთა

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივნისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივნისის 29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 19/06/2015, 010250000.35.175.016081), კერძოდ:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552, 103-ე, 1461 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე,1534 მუხლით, 208-ე, 2093 მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილების, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 2401 მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე, 34-ე და 47-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 და 93-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №16 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №18 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 2 სექტემბრის 126 ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წესდების 31 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,“;

ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურმა და ა(ა)იპ თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა.“;

გ) დადგენილების დანართი 3-ით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოქმების გაცემა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურისა და ა(ა)იპ თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის ხორციელდება მათი წერილობით  მოთხოვნის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი