დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №624 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1420 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024144 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1420
2017 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №624 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხორციელდეს ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა-ში მდებარე შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 13 421 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.004.086).
2. ეთხოვოთ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: 404389372) და მის შვილობილ საწარმოს, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200), ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების (მათ შორის, ტექნიკური პარამეტრების) შესაბამისად, საკუთარი ან/და მათთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები