დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ს-41 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "ლელო" |
| მიღების თარიღი | 10/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ლელოს“ დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ქსნის ქ. №36, სს „ლელო“.
სს „ლელოს“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 7 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. სს „საქართველოს ბანკში“ არსებული კრედიტის რეფინანსირება სს „თიბისი ბანკში“.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ლელოს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში“, ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ: 2 25-15-60; 2 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ლელოში“ მისამართზე: ქ.თბილისი, ქსნის ქ. №36.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „ლელოს“ დირექტორი ბ. ახალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები