საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024126
1417
07/07/2017
ვებგვერდი, 18/07/2017
000000000.00.003.024126
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1417

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა

სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და

თანამდებობრივი სარგოების შესახებ

 

1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №621 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის №291 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი