დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1416 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024127 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1416
2017 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გასამართი საერთაშორისო გამოფენა − „EXPO 2017“-ისთვის საქართველოს პავილიონის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დაზღვევის, საკონფერენციო სივრცის მოწყობისთვის საჭირო ავეჯის, ტექნიკისა და საქართველოს ნაციონალური დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტის გამართვასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საერთო ღირებულებით – 48,510.00 (ორმოცდარვა ათას ხუთას ათი) ლარი, გადასახადების ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები