დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №2670 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1412 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024131 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1412
2017 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №2670 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №2670 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 35 ერთეულით.“.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები