საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024133
  • Word
1385
06/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024133
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1385

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარით შემცირების ხარჯზე გაზარდოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის ასიგნებები.

2. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი    გიორგი კვირიკაშვილი