ხონის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024135
  • Word
1384
05/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024135
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1384

2017 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

ხონის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10¹ მუხლის 3¹ პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ხონის მუნიციპალიტეტს, სოფელ მათხოჯში დედათა მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი