დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024136 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1383
2017 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №621 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტsრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა, განსაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 20 (ოცი) ერთეულით.
3. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და 2017 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს 25 ერთეულით.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 მარტის №444 განკარგულება.
5. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები