დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებისა და გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024138 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1382
2017 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებისა და გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
2. მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის სიახლეებსა და ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის პრევენციის საკითხებზე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამდებობის პირების ცნობიერების ამაღლებისა და რეფორმის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამისაგან (UNDP) მიიღოს გრანტი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები