საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024139
  • Word
1381
05/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024139
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1381

2017 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

1. სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს 30 (ოცდაათი) ერთეულით, რომელთაგან 12 (თორმეტი) ერთეული განისაზღვრება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, 6 (ექვსი) თვის ვადით, ამავე საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

2. სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, მიეცეს თანხმობა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განსაზღვროს არაუმეტეს 2900 (ორი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                      გიორგი კვირიკაშვილი