ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024140
1409
06/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024140
ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1409

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

ახმეტის  მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ახმეტის  მუნიციპალიტეტს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ომალოდან 4 მიმართულების სოფლებთან დამაკავშირებელი: ომალო-დართლო-გირევის, ომალო-შენაქო-დიკლოს, ხისო-შტროლთა-ჟველურთა-ხახაბოსა  და ომალო-დოჭუ-ჯვარბოსელი-წოვათის საავტომობილო გზების სავალი ნაწილების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 გიორგი კვირიკაშვილი