დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024109 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1378
2017 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს წინასწარი თანხმობა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებით დამტკიცებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული აღჭურვილობების (ფუტკრის სკები, თაფლის საწურები (ციბრუტები), ფიჭის ასათლელი დანები ელექტროგამაცხელებლით, ფიჭის ანათლის ავზებსა და ელექტროდენის ძაბვის 220V-დან 12V-ზე გადამყვანებთან ერთად (CPV16600000 – სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამით „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი – 37 06) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები