„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 მარტის #8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 მარტის #8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016304
14
11/07/2017
ვებგვერდი, 13/07/2017
280010000.35.154.016304
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 მარტის #8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2017 წლის 11 ივლისი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 მარტის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.          
შევიდეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 მარტის №8 დადგენილებით დამტკიცებულ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესში“ (www.matsne.gov.ge 22/03/2016, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016260), კერძოდ:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: 

„12. მედიკამენტების დაფინანსება“.

2. „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12მუხლი:

მუხლი121მედიკამენტების დაფინანსება

1. მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“:

ა) მოქალაქე, რომლის შეფასების სარეიტინგო ქულაა 0  100 000-ის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება მედიკამენტების ღირებულების 50%-მდე (კომისიის გადაწყვეტილებით 100%-მდე/100%-ით);

ბ) მოქალაქე, რომლის შეფასების სარეიტინგო ქულა 100 000-ზე მეტია მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება მედიკამენტების ღირებულების 30%-მდე (კომისიის გადაწყვეტილებით 100%-მდე/100%-ით)

გ) გამონაკლის შემთხვევაში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არარეგისტრირებულ მოქალაქეთა მედიკამენტების დაფინანსებისა და ანაზღაურების საკითხს წყვეტს კომისია;

დ) გამონაკლისის წესით მედიკამენტების დაფინანსების განმეორებით მიღება შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა);

დ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან;

ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება.“.

 

3. შევიდეს ცვლილება მე-13 მუხლში, კერძოდ:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს გამგეობაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები.“;

ბ) მე-2-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, გამგებლის ბრძანებით იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსი 101 პუნქტი: 

„101. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტების შესაბამის კატეგორიების განცხადებებზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური განცხადებების შესწავლის შემდეგ, ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს გამგებელს ხელმოსაწერად. მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების (აფთიაქის) მიმართ გასცემს საგარანტიო წერილს.“;

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. შესრულებული სამუშაოს შესახებ სამედიცინო დაწესებულებიდან (აფთიაქიდან) წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.“.


მუხლი 2.      
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური