საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024079
  • Word
1404
06/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024079
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1404

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადებული იურიდიული დასკვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (შემდგომში – დეპარტამენტი) და „Road Building ALTCOM“ LLC-ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული EWHG/CW/ICB-01 ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე.

2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა დეპარტამენტს, დაიწყოს დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC-ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული EWHG/CW/ICB-01 ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული პროცედურები.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში განსაზღვრული პროცედურების დაწყების შემდეგ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების ცვლილების შესახებ ეცნობოს საქართველოს მთავრობას.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი