დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024081 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1367
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩალაუბნისხევისა და მდინარე ფაფრისხევის კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ (ს/ნ: 204477734) 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მდინარე ჩალაუბნისხევისა და მდინარე ფაფრისხევის კალაპოტებში მოიპოვოს 128 250 მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) სოფ. ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორია, მდ. ფაფრისხევი – 100 500 მ3 ქვიშა-ხრეში:
ბ) სოფ. ბაკურციხის მიმდებარე ტერიტორია, მდ. ჩალაუბნისხევი – 27 750 მ3 ქვიშა-ხრეში:
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებულმა პირმა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ უზრუნველყოს:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
3. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ წიაღითსარგებლობის შესაბამის ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების დაცვითა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ პირობის გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები