დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024082 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1403
2017 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოში გასამართი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისა და ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, უზრუნველყოს წინანდლის ფესტივალის ნაწილობრივი დაფინანსება, 200,000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში 2018 წელს, 2,000,000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში წლიურად 2019 და 2020 წლებში, ხოლო 2021 წელს 1,000,000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, თითოეული წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს შესაბამისი კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები