სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

  • Word
სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024091
  • Word
1362
30/06/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024091
სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1362

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

1.    „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფში შემავალი კომპანიებისათვის (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ (ს/კ: 230866435), შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“ (ს/კ: 204430400)) ამ განკარგულების თანახმად გასაფორმებელი ხელშეკრულების შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფის გაანგარიშების, შესაბამისი კურსის დაფიქსირებისა და კურსთა შორის სხვაობის სახით, 2017 წლის 1 იანვრიდან გადახდილი თანხის სს „საქართველოს რკინიგზის“ ანგარიშზე შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“/შპს „ ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) აქტივის სახით ასახვის თაობაზე.

 2. ამ განკარგულებით მოწონებული ინფორმაციით განსაზღვრული სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფის გაანგარიშების პირობად განისაზღვროს ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფში შემავალი კომპანიის შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ (ს/კ: 230866435) მიერ კასპში კლინკერის გამოწვის ხაზის მოდერნიზაციის მიზნით, არანაკლებ 70 (სამოცდაათი) მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა.

3.    დაევალოს სს საპარტნიორო ფონდს, უზრუნველყოს სს საქართველოს რკინიგზის მიერ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სს „საქართველოს რკინიგზასა“ და ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფში შემავალ კომპანიებთან, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი