დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024092 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1361
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (ს/ნ: 206237491) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთარშენში მდებარე 38876.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები განაშენიანების ფართობით: 01) შენობის – 1856.6 კვ. მ, 02) შენობის – 167.3 კვ. მ, 03) შენობის – 255 კვ. მ, 04) შენობის – 132, 05) შენობის – 136.2 კვ. მ, 06) შენობის – 10446.9 კვ. მ, 07) შენობის – 124.5 კვ. მ, 08) შენობის – 84.1 კვ. მ, 09) შენობის – 136.2 კვ. მ, 10) შენობის – 49.3 კვ. მ, 11) შენობის – 50.4 კვ. მ, 12) შენობის – 45.2 კვ, მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.44.01.011).
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები