დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024116 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1398
2017 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს თვითმმართველ ქალაქ თელავის განვითარებისათვის ამ განკარგულების დანართში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება.
2. ეთხოვოს თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შესაბამისად, თვითმმართველ ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს, დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები