საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024117
1358
30/06/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024117
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1358

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. დაევალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დამალას მთაზე სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისათვის საჭირო სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დამალას მთაზე სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისათვის საჭირო სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად, ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                              გიორგი კვირიკაშვილი