სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024115
  • Word
1397
06/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024115
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1397

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „საქორგგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოკაში მდებარე 21456.25 მ მილსადენი (საკადასტრო კოდი: 65.00.018) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 848007.86 (რვაას ორმოცდარვა ათას შვიდი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „საქორგგაზს“ (ს/კ: №208147637).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი