დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქალაქ თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ ქვეითთა მიწისზედა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024105 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1354
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ ქვეითთა მიწისზედა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ ქვეითთა მიწისზედა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროგრამით – „საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია“ (კოდი: 02 01) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ფარგლებში, ხოლო ბიუჯეტის ქვეპროგრამით – „საპროექტო-საძიებო და კვლევითი სამუშაოები, ექსპერტიზა, კონსერვაცია და სხვა ღონისძიებები“ (კოდი: 02 03 01) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები