დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024095 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1352
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის შემდგომი განვითარებისათვის მონაცემთა ელექტრონული შეგროვების (CAPI) სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გამოუყოს 207 500 (ორას შვიდი ათას ხუთასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები