სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024097
  • Word
1394
06/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024097
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1394

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 7 733 000 (შვიდი მილიონ შვიდას ოცდაცამეტი ათასი) ლარისა, კერძოდ:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 780 000 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცი ათასი) ლარისა;

ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 589 000 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარისა;

გ) ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 425 000 (ერთი მილიონ ოთხას ოცდახუთი ათასი) ლარისა;

დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 010 000 (ერთი მილიონ ათი ათასი) ლარისა;

ე) საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 929 000 (ცხრაას ოცდაცხრა ათასი) ლარისა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების მეშვეობით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების საფუძველზე თანხების გადარიცხვა განახორციელოს მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი