„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ

  • Word
„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024103
  • Word
1388
06/07/2017
ვებგვერდი, 17/07/2017
000000000.00.003.024103
„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1388

2017 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ

1. მიღებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადება 2017 წლის ივლის-აგვისტოში ქ. ქუთაისში სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ განხორციელების შესახებ.

2. „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, შესაბამისი აქტივობები განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „საზაფხულო სკოლების“ პროგრამით „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ (პროგრამული კოდი: 32 02 07) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა:

ა.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ (პროგრამული კოდი: 32 02 07) ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით უზრუნველყოს სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მიმდინარეობის პერიოდში მონაწილეთა კვება;

ა.ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ (პროგრამული კოდი: 32 02 07) ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით უზრუნველყოს მონაწილეთა ტრანსპორტირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წინასწარ მიწოდებული მარშრუტების შესაბამისად;

ა.გ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, 24 საათის განმავლობაში ბანაკის ექიმისა და ექთნის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ბანაკის მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით;

ა.დ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ბანაკის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, ექიმის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით;

ა.ე) განახორციელოს „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მონაწილეთათვის პროგრამული ნაწილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებული სარეკომენდაციო პროგრამის შესაბამისად;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ბ.ა) „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ (პროგრამული კოდი: 32 02 07) ფარგლებში, სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ბანაკის განხორციელების მიზნით, შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა;

ბ.ბ) „საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მონაწილე საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა შერჩევა.

პრემიერ-მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი