დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016221 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1401 განკარგულების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში (w.w.w. matsne.gov.ge 29.12.2016წ, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016210) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6872,7 ათასი ლარის ოდენობით.
“. |
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1895,7 ათასი ლარის ოდენობით.
“. |
5.
მე-8 მუხლის "ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7521,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“. |
6.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
“. |
7.
მე- 16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2017 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები,საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. ათას ლარებში
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფ.ტყარშეტის გზის რეაბილიტაცია, სოფ.ყანობის და სოფ.ფხელშის ხიდების მშენებლობა. სოფ. სიონში "კობათ უბნის" გზის აღდგენა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები, რუსთაველის, კოსტავას, ჭავჭავაძის და ფიცხელაურის ქუჩების რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს მთავრობის განკარგულებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების თანხაც. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის გაფართოება, მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია. მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფავება და დასუფთავებისათვის რეალური პირობების შექმნა. 2.2.1 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება,რაზეც მუნიციპალიტეტი სისტემატურად ზრუნავს. 2.2.2 წყლის სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მიმდინარეობდა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, რაც ეტაპობრივად 2017 წელსაც გაგრძელდება. ქვე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ.ხურთისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფ. გერგეტის უბანში სანიაღვრეს და სოფ.არშაში წყლის შიდა ქსელის მოწყობა.სოფ. სოფ. აჩხოტის,სიონის, ახალციხის, სნოს, ფანშეტის, კარკუჩის და გარბნის საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა. 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ბუნკერების გათავისუფლება. მუნიციპალიტეტი სისტემატურად ზრუნავს რაიონის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 2.2.4 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა სტეფანწმინდის სასაფლაოების და მისი ტერიტორიის მოვლა პატრონობა,მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანება, გარე -განათების ქსელის ექსპლოატაცია (რემონტი, გამოცვლა, მონტაჟი), საგზაო ნიშნების მოწყობა, ტერიტორიის დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ზამთრის სეზონზე მუნიციპალური გზების გაწმენდა თოვლისგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა და მოვლა-პატრონობა,სოფლების წყალსადენების ექსპლოატაცია და მოვლა პატრონობა. 2.2.5 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 03. 02. 04 ) პროექტი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობას 2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობაა, რომლებიც ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. 2017 წელს დაგეგმილია ჯვრის უღელტეხილზე ე.წ. „გადასახედის“ რეაბილიტაცია და სასწრაფოს განთავსებისათვის ახლი შენობის მშენებლობა. 2. 3. 1 გუდაურში ე.წ. "გადასახედის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს დაბა გუდაურში ე. წ. „გადასახედის“ რეაბილიტაციას. 2.3.2 სასწრაფოს განთავსებისათვის ახალი შენობის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 02) პროექტი ითვალისწინებს დაბა სტეფანწმინდაში სასწრაფოსათვის ახალი შენობის მშენებლობას. 2. 4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამა, რომელიც ეფექტურად დაიწყო 2010 წელს, გრძელდება.პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. კერძოდ: შიდა გზების, სასაფლაოს ღობეების ,სარიტუალო სახლების, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას და წინა წლებში აღდგენილი ობიექტების შემდგომ მოვლა-პატრონობას. |
8.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებანი განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები